კარტაგო (ესპ.Cartago – კართაგენი) — პროვინცია კოსტა-რიკაში. მდებარეობს ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში. აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ლიმონის პროვინცია, დასავლეთით კი სან-ხოსეს პროვინცია. დედაქალაქია კარტაგო, რომელიც 1823 წლამდე კოსტა-რიკის დედაქალაქი იყო, სანამ ეს სტატუსი სან-ხოსეს გადაეცემოდა. პროვინციის ფართობი 3 124,61 კმ²–ია,[1] მოსახლეობა 490 903 ადამიანი (2011 წ).[2] დაყოფილია რვა კანტონად.
კარტაგო კოსტა-რიკის ერთ–ერთი ყველაზე პატარა პროვინციაა, თუმცა კოლონიურ ხანაში უმდიდრესი იყო. უმაღლესი მწვერვალია სერო-დე-ლა-მუერტე, ზღვის დონიდან 3 600 მეტრზე.