კასპარ კაპარონი

კასპარ კაპარონი

კასპარ კაპარონი რექსთან (ჰენრი) რომში
დაბადების სახელი გასპარე კაპარონი
დაბადების თარიღი 1 აგვისტო, 1964
რომი, იტალია
მეუღლე(ები) ვერონიკა მაკარონე

გასპარე „კასპარ“ კაპარონი (იტალ. Gaspare "Kaspar" Capparoni) (დ. 1 აგვისტო, 1964, რომი) — იტალიერი მსახიობი.

ბიოგრაფია

კასპარ კაპარონი 18 წლის იყო, როდესაც მან დაიწყო, ჯუზეპე პატრონი გრიფის ხელმძღვანელობის ქვეშ, თეატრში თამაში. 1984 წელს მან ითამაშა დარიო აპჟენტოს ფილმში „ფენომენი“. შემდეგ მან ითამაშა ფილმებში:

  • „Colpi di luci“ (1985)
  • „Gialloparma“ (1999)
  • „Encantado“ (2002),
  • „მონეცის დაბრუნება“ (2005)
  • „ორი ოჯახი“ და „Il sole nero“ — ორივე 2007 წელს.

ის აგრეთვე თამაშობს სხვადასხვა ტელე-სერიალებში, რომელთა შორისაა: „Ricominciamo“ (2000), „Piccolo mondo antico“, „Incantesimo 4“ (2001), „Elisa di Rivombrosa“ (2003), „La caccia“ (2005), „Capri“ (2006).

2007 წელს კაპარონმა ითამაშა მინისერიალში „ქალბატონი დეტექტივი“, და სამომავლოდ აპირებს „კომისარ რექსისა“ და „Capri 2“-ში გადაღებას.

კასპარ კაპარონი დენის ძიკთან და მარტინ ვაინეკთან ერთად.

ფილმოგრაფია

კინო

  • „ფენომენი“ (1984), რეჟისორი — დარიო არგენტო (იტალ. Dario Argento)
  • „Colpi di luci“ (1985), რეჟისორი — ენცო ჯ. კასტელარი (Enzo G. Castellari)
  • „Gialloparma“ (1999), რეჟისორი — ალბერტო ბევილაკვა (Alberto Bevilacqua)
  • „Encantado“ (2002), რეჟისორი — კორადო კოლომბო (Corrado Colombo)
  • „მონეცის დაბრუნება“ (2005), რეჟისორი — კარლო ვანძინა (Carlo Vanzina)
  • „ორი ოჯახი“ (2007), რეჟისორები — ბარბარა ვალასი (Barbara Wallace) და თომას ვოლფი (Thomas R. Wolfe)
  • „Il sole nero“ (2007), რეჟისორი — კშიშტოფ ზანუსი

ტელევიზია

  • „Addio e ritorno“ (1995), რეჟისორი — როდოლდო რობერტი (Rodoldo Roberti) — სატელევიზიო ფილმი
  • „Tequila e Bonetti“ (2000), რეჟისორები — ბრუნო ნაპი (Bruno Nappi) და კრისტიან ი. ნაიბი II (Christian I. Nyby II); ეპიზოდი: „მოიპარა გული“ — სატელევიზიო სერიალი
  • „La casa delle beffe“ (2000), რეჟისორი — პიერ ფრანჩესკო პინჯიტორე (Pier Francesco Pingitore) — სატელევიზიო მინისერიალი
  • „Ricominciare“ (2000—2001), სხვადასხვა რეჟისორი — საპნის ოპერა
  • „Piccolo mondo antico“ (2001), რეჟისორი — ჩინძია ტორინი (Cinzia TH Torrini) — სატელევიზიო სერიალი.
  • „Incantesimo 4“ (2001), რეჟისორები — ალესანდრო კანი (Alessandro Cane) და ლეონარდო კასტელანი (Leandro Castellani) — სატელევიზიო სერიალი.
  • „Elisa di Rivombrosa“ (2003), რეჟისორი — ჩინძია ტორინი (Cinzia TH Torrini) — სატელევიზიო სერიალი
  • „La caccia“ (2005), რეჟისორი — მასიმო სპანო (Massimo Spano) — სატელევიზიო მინისერიალი
  • „Provaci ancora Prof“ (2005), რეჟისორი — როსელა ლცო (Rossella Izzo); ეპიზოდი: „La mia compagna di banco“ — სატელევიზიო მინისერიალი
  • „Capri“ (2006), რეჟისორები — ფრანჩესკო მარა (Francesco Marra) და ენრიკო ოლდოინი (Enrico Oldoini) — სატელევიზიო სერიალი
  • „ქალბატონი დეტექტივი“ (2007), რეჟისორი — ჩინძია ტორინი (Cinzia TH Torrini) — სატელევიზიო მინისერიალი
  • „კომისარი რექსი“ (2008), რეჟისორი — მარკო სერაფინი (Marco Serafini) — სატელევიზიო მინისერიალი
  • „Capri 2“ (2008), რეჟისორები — ანდრეა ბარძინი (Andrea Barzini) და ჟორჯო მოლტენი (Giorgio Molteni) — სატელევიზიო სერიალი
  • „Il giudice Mastrangelo 3“ (2009), რეჟისორი — ენრიკო ოლდოინი (Enrico Oldoini) — სატელევიზიო ფანტასტიკა

რესურსები ინტერნეტში