კასტილია და ლეონი
კასტილია და ლეონი (ესპ. Castilla y León) — ესპანეთის ავტონომიური გაერთიანება 1983 წლიდან. მოიცავს 9 პროვინციას : 5 ძველ ლეონში შედიოდა (ლეონი, პალენსია, სალამანკა, ვალიადოლიდი, სამორა) და 4 ძველ კასტილიაში (ავილა, ბურგოსი, სეგოვია, სორია).
- ფართობი — 94 223 კმ²
- მოსახლეობა — 2 424 395 (2017 წლის მონაცემებით)
- ადმინისტრაციული ცენტრი — ვალიადოლიდი.
- საკანონმდებლო ორგანო — 84 წევრიანი კორტესი.
ადმინისტრაციული დაყოფა
კასტილია და ლეონის შემადგენლობაში შედის 9 პროვინცია.
პროვინცია | ადმ. ცენტრი | მოსახლეობა, (2011) |
ფართობი, კმ² |
კომარკები | მუნიციპალიტეტების რაოდენობა |
---|---|---|---|---|---|
ავილა | ავილა | 172 704 | 8050,15 | ლა-მორანია, დე-ავილა, ელ-ბარკო-დე-ავილა-პიედრახიტა, დე-ბურგოხონდო-ელ-ტიემბლო-სებრეროსი, არენას-დე-სან-პედრო | 248 |
ბურგოსი | ბურგოსი | 372 538 | 14 291,81 | ალფოს-დე-ბურგოსი, არლანსა, ლა-ბურება, ებრო, მერინდადესი, მონტეს-დე-ოსა, ოდრა-პისუერგა, პარამოსი, რიბერა-დელ-დუერო, სიერა-დე-ლა-დემანდა | 371 |
ლეონი | ლეონი | 493 312 | 15 580,83 | ალფოს-დე-ლეონი, ბაბია, კაბრერა, ელ-ბიერსო, პარამო-ლეონესი, ლასიიანა, ლა-სეპედა, ლა-სობარიბ, ლოს-არგუელიოსი, ლუნა, მარაგატერია, ომანია, ტიერა-ლე-ბანიესი, ვეგა-დელ-ესლა | 211 |
პალენსია | პალენსია | 170 513 | 8052,51 | ელ-სერატო-პალენტინო, მონტანია-პალენტინა, პარამოს-ვალიესი, ტიერა-დე-კამპოსი | 191 |
სალამანკა | სალამანკა | 350 018 | 12 349,95 | ელ-აბადენგო, ლას-არიბესის , ტიერა-დე-ალბა, ლა-არმუნია, კამპო-დე-პენიარანდა, კამპო-ჩარო, სიუდად-როდრიგო-სიერა-დე-გატა, სიერა-დე-ბეხარი, სიერა-დე-ფრანსია, ლედესმა, ვალიე-დე-ლას-ბატუეკასი, ვიტიგუდინო, ლა-რამახერა, ელ-რებოლარი | 362 |
სეგოვია | სეგოვია | 163 171 | 6922,75 | სეპულვედა, ესპინარი, ტიერა-დე-პინარესი, სანტა-მარია-ლა-რეალ-დე-ნიევა, სეგოვია-ი-სუ-ალფოსი, კოკა, ფრესნო-დე-კანტესპინო | 209 |
სორია | სორია | 94 610 | 10 306,42 | ალმასანი, ტიერა-დელ-ბურგო, კამპო-დე-გომარა, პინარესი, სორია, ტიერას-ალტასი, ტიერა-დე-აგრედა, ტიერა-დე-მედინასელი | 183 |
ვალიადოლიდი | ვალიადოლიდი | 532 765 | 8110,49 | ტიერა-დე-კამპოსი, მონტეს-ტოროსოსი, პარამოს-დელ-ესგევი, ტიერა-დე-პინარესი, კამპო-დე-პენიაფიელი, კამპინია-დელ-პისუერგა, ტიერა-დე-მედინა | 225 |
სამორა | სამორა | 191 613 | 10 561,26 | ალფოს-დე-ტორო, ალისტე, ბენავენტე-ი-ლოს-ვალიესი, ლა-კარბალიედა, ლა-გვარენია, სანაბრია, საიაგო, ტიერა-დე-ალბა, ტიერა-დე-კამპოსი, ტიერა-დე-ტაბარა, ტიერა-დელ-პანი, ტიერა-დელ-ვინო | 248 |
რესურსები ინტერნეტში
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
- Cortes de Castilla y León (Regional Parliament) დაარქივებული 1998-12-12 საიტზე Wayback Machine.
- Junta de Castilla y León (Regional Government)
- The Cortes of Castile-León, Joseph F. O'Callaghan (historical)
- Tourist Information
|
|