კატალინა მიკაელა დაიბადა 1567 წლის 10 ოქტომბერს, ესპანეთის სამეფო ოჯახში. დაბადებიდან ერთ წელიწადში კატალინას დედა მშობიარობას გადაჰყვა. მამამ კი კატალინა ბრწყინვალე განათლებით უზრუნველყო. კატალინას ისტორიკოსები ახასიათებენ როგორც ლამაზ, ჭკვიან და ამპარტავან ქალს, რომელმაც კარგად იცოდა თავისი სოციალური სტატუსის ფასი. როცა კატალინა გაიზარდა, მამამ მაშინვე დაიწყო ფიქრი მის გათხოვებაზე. ფილიპემ კარგად იცოდა, რომ სავოია რომელიც ახლა უვე, ძლიერი სახელმწიფო იყო, ძლიერ საფრთხეს წარმოადგენდა ესპანეთის იტალიური პროვინციებისათვის. სწორედ ამიტომ კატალინა მიკაელა 1585 წლის 11 მარტს ქალაქ სარაგოსაში მიათხოვა სავოიის ჰერცოგ კარლო ემანუელე I-ს. ახლად დაქორწინებული წყვილი სავოიის დედაქალაქ ტურინში1585 წლის 10 აგვისტოს ჩავიდა.
სავოიელებს თავიდან საშინლად არ მოსწონდა კატალინა, თავისი ქედმაღლობის, ესპანური ქცევების, ძვირფასი ძაცმულობისა და პომპეზურობის სიყვარულის გამო. თუმცა საქმის ვითარება ძალიან მალე შეიცვალა. ეს მაშინ მოხდა როცა გამოავლინა თავისი პოლიტიკური და დიპლომატიური უნარი, რომლითაც მან გადაარჩინა სავოიის ავტონომია, რომელსაც საფრთხეს ესპანეთი უქადდა. მან უარი თქვა ესპანეთის შეთავაზებაზე და ესპანური გარნიზონი მილანიდან ტურინის დასაცავად გამოიყვანა. კატალინა ასევე რეგულარულად მუშაობდა სავოიის არმის შეიარაღების გაუმჯობესებაზე. კატალინა მიკაელა ამას გარდა სავოიაში ხელს უწყობდა ხელოვნების განვითარებასაც. მან ააშენებინათ უამრავი საუცხოო ნაგებობა, მათ შორის ხელოვნების გალერეა. იგი მფარველობდა უამრავ გამოჩენილ მხატვარს, როგორიცაა ტორვოტო ტაშო, ჩიაბრა, მარინი, ტასონი და ბოტორო. კატალინა მიკაელა გარდაიცვალა 1597 წლის 6 ნოემბერს, 30 წლის ასაკში.
ოჯახი
კატალინა მიქაელა 1585 წელს ცოლად გაჰყვა სავოიის ჰერცოგ კარლო ემანუელე I-ს, მათ 10 შვილი შეეძინათ: