კეიტ ბლანშეტი

კეიტ ბლანშეტი

ბლანშეტი 2018 წელს კანის კინოფესტივალზე
მშობლიური სახელი Catherine Elise Blanchett
დაბადების სახელი კეტრინ ელის ბლანშეტი
დაბადების თარიღი 14 მაისი, 1969 (1969-05-14) (55 წლის)
მელბურნი, ავსტრალია
მოქალაქეობა ავსტრალიის დროშა ავსტრალია
ალმა-მატერი ეროვნული დრამატული ხელოვნების ინსტიტუტი
საქმიანობა
  • მსახიობი
  • თეატრის რეჟისორი
აქტიური 1992-დღემდე
მეუღლე(ები) ენდრიუ აპტონი (იქ. 1997)
შვილ(ებ)ი 4
ჯილდოები
ხელვნებისა და ლიტერატურის ორდენის კავალერი
ხელვნებისა და ლიტერატურის ორდენის კავალერი
ავსტრალიის ორდენის კომპანიონი
ხელმოწერა

კეტრინ ელის ბლანშეტი (ინგლ. Catherine Elise Blanchett; /ˈblænət/;[1][2] დ. 14 მაისი, 1969, მელბურნი) — ავსტრალიელი მსახიობი და თეატრის რეჟისორი, რომელსაც მიღებული აქვს უამრავი ჯილდო, მათ შორის სამი კინომსახიობთა გილდიის ჯილდო, სამი ოქროს გლობუსი, სამი BAFTA, ორი ოსკარი და ერთი ვენეციის კინოფესტივალის ჯილდო. 2007 წელს კეიტ ბლანშეტი მოხვდა ჟურნალ ტაიმის მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სიაში.[3] იგი აგრეთვე მსოფლიოს ერთ-ერთი მაღალანაზღაურებადი მსახიობია.

სამსახიობო კერიერას შეუდგა მას შემდეგ, რაც დაასრულა სწავლა ეროვნული დრამატული ხელოვნების ინსტიტუტში. ფართო საზოგადოების ყურადღება მიიპყრო ელისაბედ I-ის როლის შესრულებისთვის ფილმში „ელისაბედი“ (1988), რისთვისაც გადაეცა BAFTA საუკეთესო მსახიობი ქალისთვის,[4] აგრეთვე ნომინირებული იყო ოსკარზე.[5] ფილმ „ავიატორში კათრინ ჰეპბერნის განსახიერებისთვის გადაეცა ოსკარი საუკეთესო მსახიობი ქალისთვის მეორეხარისხოვან როლში 2005 წელს.[5] 2015 წელს მიიღო ოსკარის მეორე ჯილდო ფილმ „სევდიან ჟასმინში“ შესრულებული როლისთვის[5].

ბლანშეტის სხვა განთქმული ფილმებია „.ნიჭიერი მისტერ რიპლი (1999), „ბეჭდების მბრძანებლის ტრილოგია (2001–2003), „ჩანაწერები სკანდალის შესახებ“ (2006), „ბაბილონი“ (2006), „ელისაბედი: ოქროს ხანა“ (2007), „მე იქ არ ვარ“ (2007), „ბენჯამინ ბატონის უცნაური ისტორია“ (2008), „ჰობიტის“ ტრილოგია (2012–2014), „კეროლი“, (2015), „კონკია“ (2015), „თორი: რაგნაროკი“ (2017) და „ოუშენის 8 მეგობარი“ (2018). 2008—2013 წლებში ბლანშეტი, მის მეუღლესთან, ენდრიუ უპტონთან ერთად იკავებდა Sydney Theatre Company-ის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობას.[6][7]

მისი დებიუტი ბროდვეის თეატრში შედგა 2017 წელს. იმავე წელს გახდა ავსტრალიის ორდენის კომპანიონი.[8] 2012 წელს საფრანგეთის მთავრობამ ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კავალერის წოდება მიანიჭა.[9] აგრეთე გადაეცა ლიტერატურის დოქტორის საპატიო ტიტული ახალი სამხრეთი უელსის, სიდნეისა და მაკუორის უნივერსიტეტებისაგან 2017 წელს.[10][11] 2015 წელს გახდა ბრიტანეთის კინოინსტიტუტის წევრი.[12][13]

ფილმოგრაფია

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1993 პოლიციის სამაშველო რაზმი Police Rescue ჰეინსი
1994 ჰარტლენდი Heartland ელისაბედ ეშტონი
1996 პარკლენდსი Parklands როზი
1997 ოსკარი და ლუსინდა Oscar and Lucinda ლუსინდა
1998 ელისაბედი Elizabeth ელისაბედ I
1999 იდეალური ქმარი An Ideal Husband ლედი გერტრუდა ჩილტერნი
1999 ფრენათა მართვა Pushing Tin კონი ფალზონე
1999 ნიჭიერი მისტერ რიპლი The Talented Mr. Ripley მერედით ლოგი
2000 ნიჭი The Gift ანაბელი
2000 ადამიანი,რომელიც ტიროდა The Man Who Cried ლოლა
2001 ხომალდის სიახლეები The Shipping News პეტალ ბაერი
2001 შარლოტა გრეი Charlotte Gray ჩარლოტა გრეი
2001 ბანდიტები Bandits კეიტ უილერი
2001 ბეჭდების მბრძანებელი: ბეჭდის საძმო The Lord of the Rings: The Fellowship of the Ring გალადრიელი
2002 სამოთხე Heaven ფილიპა
2002 ბეჭდების მბრძანებელი: ორი ციხე-კოშკი The Lord of the Rings: The Two Towers გალადრიელი
2003 დაკარგული The Missing მაგდალენა
2003 ბეჭდების მბრძანებელი: მეფის დაბრუნება The Lord of the Rings: The Return of the King გალადრიელი
2003 ყავა და სიგარეტი Coffee and Cigarettes საკუთარი თავი
2003 ვერონიკა გუერინი Veronica Guerin ვერონიკა გუერინი
2004 ცხოვრება წყალქვეშ The Life Aquatic with Steve Zissou ჯეინ უინსლეტ-რიჩარდსონი
2004 ავიატორი The Aviator კათრინ ჰეპბერნი
2005 პატარა თევზი Little Fish ტრესი ჰარტი
2006 ჩანაწერები სკანდალის შესახებ Notes on a Scandal შება ჰარტი
2007 ვითომ მაგარი პოლიციელები Hot Fuzz ჟანინი
2006 ბაბილონი Babel სუზან ჯონსი
2006 კარგი გერმანელი The Good German ლენა ბრანდტი
2007 ელისაბედი: ოქროს ხანა Elizabeth: The Golden Age ელისაბედ I
2007 მე იქ არ ვარ I'm Not There ბობ დილანი
2008 ინდიანა ჯოუნსი და ბროლის თავის ქალის სამეფო Indiana Jones and the Kingdom of the Crystal Skull ირინა სპალკო
2008 ბენჯამინ ბატონის უცნაური ისტორია The Curious Case of Benjamin Button დეიზი ფულერი
2009 პონიო კლდეზე Ponyo Granmamare
2010 რობინ ჰუდი Robin Hood ლედი მარიანა
2001 ჰანა:სრულყოფილი იარაღი Hanna მარისა ვიგლერი
2012 ჰობიტი: მოულოდნელი მოგზაურობა The Hobbit: An Unexpected Journey გალადრიელი
2013 ჰობიტი: სმაუგის ნაოხარი The Hobbit: The Desolation of Smaug გალადრიელი
2013 სევდიანი ჟასმინი Blue Jasmine ჯენეტ ფრენსისი
2013 ბედის 10 გაელვება The Turning გეილ ლანგი
2013 გალაპაგოსის საქმე: სატანა მოვიდა ედემიდან The Galapagos Affair დორი სტრაჩი
2014 რეიკი Rake კლერ გრინი
2014 განძზე მონადირეები The Monuments Men კლერ სიმონი
2014 როგორ მოვარჯულოთ დრაკონი 2 How to Train Your Dragon 2 ვალკა
2014 ჰობიტი: ხუთი ლაშქრის ბრძოლა The Hobbit: The Battle of the Five Armies გალადრიელი
2015 თასების რაინდი Knight of Cups ნენსი
2015 კონკია Cinderella ლედი ტრემეინი
2015 კეროლი Carol კეროლი
2015 დოკუმენტური ფილმი ეხლა! Documentary Now! იზაბელა ბარტა
2015 სიმართლე Truth მერი მეიპსი
2015 მანიფესტო Manifesto სხვადასხვა
2016 დფ დროში მოგზაურობა Voyage of Time მთხრობელი
2017 სიმღერიდან სიმღერამდე Song to Song ამანდა
2017 თორი: რაგნაროკი Thor: Ragnarok ჰელა
2018 ოუშენის 8 მეგობარი Ocean's 8 ლუ
2018 სახლი საათებით The House with a Clock in Its Walls ფლორენს ციმერმანი
2018 მაუგლი Mowgli: Legend of the Jungle კაა
2019 როგორ მოვარჯულოთ დრაკონი: დამალული სამყარო How to Train Your Dragon: The Hidden World ვალკა
2019 სად დაიკარგე, ბერნადეტ? Where'd You Go, Bernadette ბერნადეტი

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Say How: B. National Library Service for the Blind and Physically Handicapped. ციტირების თარიღი: 7 მაისი, 2018.
  2. Cate Blanchett Thinks the Concept of Anti-Aging Can Be Eradicated. YouTube (7 ნოემბერი, 2017). ციტირების თარიღი: 7 მაისი, 2018.
  3. Corliss, Richard (3 მაისი, 2007). „Cate Blanchett – The 2007 TIME 100“. Time. ციტირების თარიღი: 1 აპრილი, 2012. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  4. Explore the Awards | BAFTA Awards. British Academy of Film and Television Arts. ციტირების თარიღი: 9 იანვარი, 2016.
  5. 5.0 5.1 5.2 The Official Academy Awards Database. Academy of Motion Picture Arts and Sciences. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 თებერვალი, 2009. ციტირების თარიღი: 14 დეკემბერი, 2015.
  6. Cate Blanchett on why being CEO is a matter of instinct. Business Review Weekly (27 ივნისი, 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-23. ციტირების თარიღი: 17 ნოემბერი, 2014.
  7. Margot Saville. (27 June 2014) A class act: the discreet charm of cate blanchett. dailyreview.crikey.com.au. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 ივლისი, 2015. ციტირების თარიღი: 17 ნოემბერი, 2014.
  8. „Queen's Birthday 2017 Honours: The full list“. The Sydney Morning Herald (ინგლისური). 12 ივნისი, 2017. ციტირების თარიღი: 11 ივნისი, 2017. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  9. Cate Blanchett was conferred the insigna of Chevalier de l'Ordre des Arts et des Lettres. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-24. ციტირების თარიღი: 27 თებერვალი, 2014.
  10. Cate Blanchett receives honorary doctorate from Macquarie University. Macquarie University, Sydney (25 სექტემბერი, 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-11-29. ციტირების თარიღი: 25 ნოემბერი, 2014.
  11. Blanchett receives honorary doctorate. Sky News (25 სექტემბერი, 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 February 2015. ციტირების თარიღი: 30 სექტემბერი, 2014.
  12. MoMA's Eighth Annual Film Benefit to Honor Cate Blanchett on November 17. Museum of Modern Art (30 ივლისი, 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-11-18. ციტირების თარიღი: 21 ოქტომბერი 2015.
  13. Cate Blanchett to be Honored at MoMA's 2015 Film Benefit. Indiewire (3 აგვისტო, 2015). ციტირების თარიღი: 21 ოქტომბერი, 2015.