კერინიის ირემი — ბერძნულ მითოლოგიაში, არკადიისა და აქაიის საზღვარზე აღმართული კერნიის მთებში მონავარდე ფერხმარდი ფურ-ირემი, მაინალის ოქროსრქიანი და სპილენძის ჩლიქებიანი ნადირი, რომლის ცოცხლად შეპყრობაც ევრისთევსმაჰერაკლეს დაავალა. მთელი წელი სდია გმირმა, ბოლოს ისრით დაჭრა ფეხში, შეიპყრო და მიჰგვარა მეფეს, რომელმაც საღვთო ნადირი ისევ არტემიდას დაუბრუნა.
ლიტერატურა
აკაკი გელოვანი, მითოლოგიური ლექსიკონი, გვ. 247, „საბჭოთა საქართველო“, თბ., 1983