კვლიავი (ლათ. Carum) — ორი და მრავალწლოვან მცენარეთა გვარი ქოლგოსანთა ოჯახისა.
აერთიანებს 30-მდე სახეობას. უფრო გავრცელებულია სახეობა Carum carvi — ორწლოვანი ეთერზეთოვანი მცენარე. იყენებენ საკონსერვო, საკონდიტრო და ფარმაკოლოგიურ წარმოებაში.