კოგია (ლათ.Kogia breviceps) — ზღვის ძუძუმწოვარი კბილიანი ვეშაპების ქვერიგისა. მისი სხეულის სიგრძე 4 მ აღწევს, მომრგვალო თავის, 1-2 წყვილი ზედა და 8-15 წყვილი ქვედა კბილი, ვიწრო ქვედა ყბა, ასიმეტრიული ქალა. გავრცელებულია მსოფლიოს ოკეანის ტროპიკულ და სუბტროპიკულ სარტყელში. სამეურნეო მნიშვნელობა არ აქვს.