კოკაი
კოკაი | |
---|---|
![]() | |
მშობლიური სახელი | 黒海太 |
დაბ. თარიღი | 10 მარტი 1981 |
დაბ. ადგილი | სოხუმი, საქართველო |
სიმაღლე | 1,89 მ. მ |
წონა | 165 კგ. კგ |
დებიუტი | მაისი, 2001 |
რანგი | მეხუთე მაეგაშირა |
უმაღლესი რანგი | კომუსუბი |
განახლდა | 2010 წლის მაისში |
კოკაი (იაპ. 黒海 „შავი ზღვა“; 10 მარტი, 1981), იგივე ლევან ცაგურია — ქართველი სუმოისტი. პირველი ევროპელი, რომელმაც ძიურეს თანრიგს მიაღწია.
ლევანი დაიბადა 1981 წელს სოხუმში, რომელსაც იაპონელებმა კოკაი (შავი ზღვა) შეარქვეს. 1992 წელს, აფხაზეთის კონფლიქტის დროს, ლევან ცაგურიას ოჯახს სოხუმის დატოვება და თბილისში გადმოსვლა მოუხდა. ცაგურია სუმოთი საქართველოს სპორტის აკადემიაში სწავლის დროს დაინტერესდა. 1999 წელს იგი დაუკავშირდა სუმოს სტუდენტური ფედერაციის ხელმძღვანელს, ტანაკას, რომელმაც 150-კილოგრამიანი ქართველი გოლიათი 2001 წელს ტოკიოში მიიწვია და სუმოს ერთ-ერთ წამყვან სკოლაში მიაბარა.
რესურსები ინტერნეტში
![](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/4/4a/Commons-logo.svg/35px-Commons-logo.svg.png)
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
- კოკაის სტატისტიკური მონაცემები დაარქივებული 2004-06-07 საიტზე Wayback Machine.