კოლხური ბზა
კოლხური ბზა | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
კოლხური ბზა | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Buxus colchica | |||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||
საფრთხესთან ახლოს მყოფი IUCN 3.1 Near Threatened : 32177 | |||||||||||||
|
კოლხური ბზა (ლათ. Buxus colchica) — მცენარე ბზისებრთა ოჯახისა. მარადმწვანე ბუჩქნარი ან ხეა. სიმაღლე 9-10 მ. აქვს სწორმდგომი ღერო, რომელიც დაფარულია მომკრთალო-მოყვითალო ქერქით. ნორჩი ყლორტი ოთხწახნაგაა.
რელიქტური სახეობაა. იზრდება თურქეთში, აზერბაიჯანსა და რუსეთში. საქართველოში გავრცელებულია დაცულ ტერიტორიებზე (სკურჩის სახელმწიფო ნაკრძალი, ბიჭვინთის სახელმწიფო ნაკრძალი). გვხვდება აჭარაშიც. კოლხური ბზის არეალი მცირდება. კოლხური ტყეების ერთ-ერთი დომინანტი სახეობაა და უძვირფასეს სამერქანე მცენარედ ითვლება.
კოლხური ბზა გადაშენების პირას მდგომი სახეობაა. შეტანილია საქართველოს „წითელ წიგნში“.