კონოლოფი (ლათ.Conolophus subcristatus) — ხვლიკიიგუანასებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 1 მ აღწევს. ზურგზე დაბალი ქედი გასდევს. თავი კაშკაშა ლიმონისფერია, ზურგის ცენტრალური ნაწილი — მოყავისფრო-წითელი, გვერდებისაკენ კი მუქ მურა ფერში გადადის. იკვებება მცენარეულობით, უფრო კაქტუსებით. კონოლოფი გავრცელებულია გალაპაგოსის კუნძულებზე. ამჟამად მხოლოდ ზოგიერთ კუნძულზეა შემორჩენილი.