კორიუნი
კორიუნი (სომხ. Կորյուն) — V საუკუნის სომეხი ისტორიკოსი, მწერალი და მთარგმნელი. მესროპ მაშტოცის მოწაფე. „მაშტოცის ცხოვრების“ ავტორი. თხზულებაში დაცულია საგულისხმო ცნობები სომხური ეკლესიის ბრძოლაზე წარმართული სარწმუნოებისა და ერესების წინააღმდეგ. იგი შეიცავს აგრეთვე ცნობებს საქართველოსა და სხვა მეზობელი ქვეყნების პოლიტიკური და კულტურული ცხოვრების შესახებ. კორიუნის თხზულება პირველი ორიგინალური ისტორიული ნაშრომია სომხურ ენაზე.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 675.
რესურსები ინტერნეტში
- კორიუნი. "მაშტოცის ცხოვრება"