კორსონი
კორსონი | |
---|---|
ფრანგ. Chorson | |
ტულუზის 1-ლი გრაფი | |
მმართ. დასაწყისი: | 778 |
მმართ. დასასრული: | 790 |
წინამორბედი: | თანამდებობა შეიქმნა |
მემკვიდრე: | გილემ ჟელონელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | VIII საუკუნე |
გარდ. თარიღი: | 790 წლის შემდეგ |
კორსონი (ფრანგ. Chorson; გ. 790 წლის შემდეგ), კორსო (Chorso) ან ტორსო (Torso, Tercin) — ტულუზის გრაფი 778–790 წლებში.
778 წელს კარლოს დიდმა ახალი აკვიტანიის სამეფო ჩამოაყალიბა და მის მეფედ თავისი ახალდაბადებული ვაჟი ლუი ღვთისმოსავი გამოაცხადა. მას მეურვედ და რეგენტად ადგილობრივ მმართველთა შორის ყველაზე ძლევამოსილი, ტულუზის გრაფი კორსონი დაუნიშნა.[1] იგი აკვიტანიის ფაქტობრივი მმართველი იყო მაშინაც, როდესაც მცირეწლოვანი ლუი მამამისს ახლდა იტალიასა და ცენტრალურ ევროპაში ლაშქრობების დროს.
788 წელს კორსონი გასკონის ჰერცოგმა ადალრიკმა დაამარცხა, ტყვედ ჩაიგდო და მხოლოდ იმ პირობით გაათავისუფლა, რომ იგი აღარასდროს აღმართავდა ხმალს გასკონის წინააღმდეგ. ამ ამბის გაგების შემდეგ, 790 წელს კარლოს დიდმა კორსონი გადააყენა და მის ადგილზე გილემ ჟელონელი დანიშნა.
ლიტერატურა
- იმპერატორ ლუდოვიკის ცხოვრება // კაროლინგების ეპოქის ისტორიკოსები, РОССПЭН, 1999. — გვ. 39—41. 280 გვ, ISBN 5-860004-160-8 Invalid ISBN.
რესურსები ინტერნეტში
- l’Enigme Sacrée დაარქივებული 2019-05-27 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
- ↑ ზოგიერთ ისტორიულ წყაროში, მაგალითად, ასტრონომის თხზულებაში „იმპერატორ ლუდოვიკის ცხოვრება“ (თავი 3 და 5), კორსონი „ტულუზის ჰერცოგის“ ტიტულით მოიხსენიება.