კოტინგისებრნი

კოტინგისებრნი

ანდური კლდის მამალი (Rupicola peruviana)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ფრინველები
რიგი:  ბეღურასნაირნი
ოჯახი:  კოტინგისებრნი
ლათინური სახელი
Cotingidae (Bonaparte, 1849)

კოტინგისებრნი (ლათ. Cotingidae) — ფრინველების ოჯახი ბეღურასნაირთა რიგისა. ოჯახი შეიცავს 30–35 გვარის 100-მდე სახეობას.[1] მათი სხეულის სიგრძე 10-50 სმ აღწევს. გავრცელებულია ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკის ტროპიკულ ტყეებში. უმრავლესობას თავზე აქვს ნაირგვარი ფორმის ქოჩორი. თავზე ან ნისკარტის ძირში — ხორცოვანი კორძები და განსაკუთრებული ბუმბულის მოკაზმულობა. კოტინგისებრნის ქვედა ხორხს განსაკუთრებული აგებულება აქვს — ზოგი კოტინგისებრნი ფრინველებისათვის უჩვეულო ხმას გამოსცემს, რომელიც ზარის რეკვას, ღრიალს ან ზმუილს მოგვაგონებს. ბუდობენ ხის ფუღუროში, ზოგიერთი კლდეზე ამაგრებს ბუდეს, იკვებებიან მცენარეულობით, ხილით, კენკრით, ნაყოფით, მწერებით.

ლიტერატურა

სქოლიო

  1. TSN კოტინგისებრნი. ინტეგრაციული ტაქსონომიის საინფორმაციო სისტემა.