კურტ ვონეგუტი
კურტ ვონეგუტი | |
---|---|
ინგლ. Kurt Vonnegut | |
დაბადების თარიღი | 11 ნოემბერი, 1922[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] |
დაბადების ადგილი | ინდიანაპოლისი, აშშ[1] |
გარდაცვალების თარიღი | 11 აპრილი, 2007[17] [1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [9] [10] [11] [12] [14] [16] (84 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ნიუ-იორკი, აშშ[1] |
საქმიანობა | მწერალი[15] [18] |
ენა | ინგლისური ენა |
მოქალაქეობა | აშშ |
ალმა-მატერი | ჩიკაგოს უნივერსიტეტი, კორნელის უნივერსიტეტი, კარნეგი-მელონის უნივერსიტეტი, ტენესის უნივერსიტეტი და Shortridge High School |
ჟანრი | სატირა |
Magnum opus | სარწეველა ფისოსთვის, სასაკლაო-5 და Breakfast of Champions |
ჯილდოები | გუგენჰაიმის სტიპენდია[19] , მეწამული გული, წლის ჰუმანისტი, სამეცნიერო ფანტასტიკის და ფენტეზის დიდების დარბაზი, კარლ სენდბერგის ლიტერატურული პრემია[20] , ჰიუგოს პრემია საუკეთესო დადგმისთვის, Eugene V. Debs Award[21] და წიგნების ეროვნული პრემია[22] |
მეუღლე | Jill Krementz |
შვილ(ებ)ი | Mark Vonnegut და Edith Vonnegut |
ნათესავ(ებ)ი | Steve Adams |
გავლენა მოახდინეს | |
ხელმოწერა | |
საიტი | vonnegut.com |
კურტ ვონეგუტი (ინგლ. Kurt Vonnegut; დ. 11 ნოემბერი, 1922, ინდიანაპოლისი — გ. 11 აპრილი, 2007, მანჰეტენი) — ამერიკელი სატირიკოსი მწერალი.
დაიბადა 1922 წლის 11 ნოემბერს აშშ-ში, ინდიანაპოლისში, შეძლებული გერმანელი ემიგრანტების ოჯახში. 1940 წელს დაამთავრა შორტრიჯის საშუალო სკოლა და მამის კატეგორიული მოთხოვნით, სწავლა განაგრძო კორნელის უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტზე. მამა ფიქრობდა, რომ შვილის გატაცება ლიტერატურით, ფილოსოფიითა და ისტორიით, დროისა და ფულის ფუჭი ფლანგვა იქნებოდა. კურტმა უნივერსიტეტში მხოლოდ სამი წელი დაჰყო, თავისი დროის უდიდეს ნაწილს ის სტუდენტურ გაზეთს „The Cornell Daily Sun“ უთმობდა.
დიდი დეპრესიის პერიოდში ოჯახის მატერიალური მდგომარეობა გაუარესდა. ამავე პერიოდში კურტის დედას ფსიქოლოგიური პრობლემები დაეწყო, 1944 წელს კი თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. კურტისთვის ეს დიდი სტრესი იყო.
მეორე მსოფლიო ომში აშშ-ის ჩართვის შემდეგ, კურტი მოხალისედ წავიდა ჯარში, არდენის სპეცოპერაციისას ის ტყვედ აიყვანეს და ჯერ ბერლინში, ხოლო მოგვიანებით დრეზდენის შრომით ბანაკში გადაიყვანეს, რომელიც ყოფილი ცხოველთა სასაკლაოს ტერიტორიაზე იყო. სასაკლაოს ჰქონდა სარდაფი და სწორედ ამ სარდაფის წყალობით გადაურჩა ვონეგუტი სიკვდილს, როდესაც დრეზდენი მიწასთან გაასწორეს. ეს მოვლენები მის ბევრ წიგნში აისახა, განსაკუთრებით კი რომანში „სასაკლაო 5“. ვონეგუტი ტყვეობიდან 1945 წლის მაისში წითელარმიელებმა გაათავისუფლეს.
ომის შემდეგ კურტმა ჩიკაგოს უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის ფაკულტეტზე ჩააბარა. პარალელურად მუშაობდა რეპორტიორ-პოლიციელად ჩიკაგოს ახალი ამბების ბიუროში. ვონეგუტმა არც მაგისტრატურა დაასრულა ბოლომდე, რადგან მისი ნაშრომი „Fluctuations between Good and Evil in Simple Tales“ არ მიიღეს. მოგვიანებით, 1971 წელს მას მიანიჭეს ანთროპოლოგიის აკადემიური ხარისხი რომანისთვის „სარწეველა ფისოსთვის“.
კურტ ვონეგუტი გარდაიცვალა 2007 წლის 11 აპრილს, დაცემის შედეგად განვითარებული ქალა-ტვინის ტრავმით.
სიკვდილამდე ერთი წლით ადრე, ედინბურგის გაზეთში „The Sunday Herald“ გამოაქვეყნა მიმართვა, რომელშიც წერდა: „როგორი კორუმპირებული, ხარბი და უგულოც არ უნდა გახდეს ჩვენი მთავრობა, კორპორაციები, მასმედია, რელიგიური თუ საქველმოქმედო ორგანიზაციები, მუსიკა მაინც მშვენიერი იქნება. თუ ოდესმე მოვკვდები (ღმერთმა დამიფაროს), ეს იყოს ჩემი ეპიტაფია: „მისთვის ღმერთის არსებობის აუცილებელი და საკმარისი მტკიცებულება მუსიკა იყო“.
კურტ ვონეგუტის სახელი 1999 წლის 11 ნოემბერს აღმოჩენილ ასტეროიდს (25399) დაარქვეს.
ბიბლიოგრაფია
რომანები
- სარწეველა ფისოსთვის (1963)
- სასაკლაო ნომერი ხუთი (1969)
- გალაპაგოსი (1985)
- ჰოკუს-პოკუსი (1990)
- ჟამთაძვრა (1997)
რესურსები ინტერნეტში
- კურტ ვონეგუტი საიტზე Curlie
- კურტ ვონეგუტის ნამუშევრები
- კურტ ვონეგუტი კონგრესის ბიბლიოთეკაში
- კურტ ვონეგუტის მემორიალური ბიბლიოთეკა
- კურტ ვონეგუტი — ნამუშევრები პროექტ „გუტენბერგზე“
- კურტ ვონეგუტი — ნამუშევრები საიტზე Internet Archive
- კურტ ვონეგუტი — ნამუშევრები საიტზე LibriVox (უფასო აუდიო წიგნები)
- კურტ ვონეგუტი საიტზე Internet Speculative Fiction Database
- კურტ ვონეგუტი კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- გარეგნობა C-SPAN-ზე
- ჯილდოების ბიბლიოგრაფია: კურტ ვონეგუტი isfdb-ზე
- კურტ ვონეგუტი sfadb-ზე
სქოლიო
- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 Deutsche Nationalbibliothek Record #118770306 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ 3.0 3.1 SNAC — 2010.
- ↑ 4.0 4.1 ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზა — 2000.
- ↑ 5.0 5.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
- ↑ 6.0 6.1 Find a Grave — 1996.
- ↑ 7.0 7.1 Babelio — 2007.
- ↑ 9.0 9.1 filmportal.de — 2005.
- ↑ 10.0 10.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 11.0 11.1 Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
- ↑ 12.0 12.1 Vegetti Catalog of Fantastic Literature
- ↑ Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ 14.0 14.1 GeneaStar
- ↑ 15.0 15.1 The Fine Art Archive
- ↑ 16.0 16.1 Munzinger Personen
- ↑ http://www.nytimes.com/2007/04/11/books/11cnd-vonnegut.html?_r=2&hp&oref=slogin&oref=slogin
- ↑ Guggenheim Fellows database
- ↑ https://www.chipublib.org/chicago-public-library-foundation-awards/
- ↑ https://debsfoundation.org/index.php/landing/eugene-v-debs-award/
- ↑ https://www.nationalbook.org/books/slaughterhouse-five-or-the-childrens-crusade/