ლავრ კორნილოვი
![](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/a/ae/%D0%93%D0%B5%D0%BD%D0%B5%D1%80%D0%B0%D0%BB%D1%8A-%D0%BE%D1%82%D1%8A-%D0%B8%D0%BD%D1%84%D0%B0%D0%BD%D1%82%D0%B5%D1%80%D1%96%D0%B8.jpg/220px-%D0%93%D0%B5%D0%BD%D0%B5%D1%80%D0%B0%D0%BB%D1%8A-%D0%BE%D1%82%D1%8A-%D0%B8%D0%BD%D1%84%D0%B0%D0%BD%D1%82%D0%B5%D1%80%D1%96%D0%B8.jpg)
ლავრ კორნილოვი (რუს. Лавр Гео́ргиевич Корни́лов დ. 1870 — გ. 1918) — რუსი ინფანტერიის გენერალი, სამხედრო მზვერავი, დიპლომატი, მოგზაური და მკვლევარი.
ბიოგრაფია
იყო რუსეთ-იაპონიის ომის მონაწილე და პირველი მსოფლიო ომის გმირი. 1914 წლის 19 აგვისტოდან 48-ე დივიზიის მეთაური, 1916 წლიდან დასავლეთის ფრონტის 25-ე საარმიო კორპუსის სარდალი. 1917 წლის 2 მარტს დროებითმა მთავრობამ დანიშნა პეტროგრადის სამხედრო ოლქის მთავარსარდლად. 1917 წლის ივლისიდან იყო რუსეთის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი. 1917 წლის ბოლოდან იყო თეთრი მოძრაობის ორგანიზატორი და ერთ-ერთი ლიდერი. აქტიურად მონაწილეობდა რუსეთის სამოქალაქო ომში. დაიღუპა წითელ არმიასთან ბრძოლაში ჩრდილოეთ კავკასიაში 1918 წლის ბოლოს.
პოპულარულ კულტურაში
ლავრ კორნილოვი არის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი მიხეილ შოლოხოვის რომანისა „წყნარი დონი.“
რესურსები ინტერნეტში
![](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/4/4a/Commons-logo.svg/35px-Commons-logo.svg.png)