ლაპლანდია (ფინეთი)
ლაპლანდია (ფინ. Lappi ; შვედ. Lappland ) — ფინეთის ერთ-ერთი რეგიონი . მოიცავს 6 ქვერეგიონსა და 21 მუნიციპალიტეტს . მისი ფართობი 98 984 კმ²-ია, მოსახლეობა 184 000 (2009 წ). სამხრეთიდან ჩრდილოეთი ოსტრობოტნიას რეგიონი ესაზღვრება, სამხრეთ-დასავლეთიდან ― ბოტნიის ყურე , დასავლეთიდან ― ნორბოტენის ლენი, ჩრდილოეთიდან და ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ― ტრომს-ოგ-ფინმარკი, ხოლო აღმოსავლეთიდან ― მურმანსკის ოლქი და კარელიის რესპუბლიკა . სამხრეთი ნაწილი ძირითადად ტორფნარებსა და ტყეებს მოიცავს, ხოლო ჩრდილოეთი — მთიანია. რეგიონს არქტიკული წრე კვეთს, რის გამოც შუაღამის მზისა და პოლარული ღამის ხილვაა შესაძლებელი.[ 1] [ 2] რეგიონის დედაქალაქია როვანიემი .
ლაპლანდია დაკავშირებულია ლეგენდარულ „ჩრდილოეთ პოლუსთან“, სანტა კლაუსის საცხოვრებელთან, მას შემდეგ, რაც 1927 წელს ფინური რადიოს წამყვანმა, მარკუს რაუტიომ, განაცხადა, რომ სანტა კლაუსი კორვატუნტურში, ლაპლანდიაში ცხოვრობს. მოგვიანებით როვანიემმა განაცხადა, რომ სანტას „ოფიციალური მშობლიური ქალაქია“ და ტურიზმის ხელშესაწყობად სანტა კლაუსის სოფელი მოაწყო.[ 3]
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
მუნიციპალიტეტები ყოფილი მუნიციპალიტეტები
ალატორნიო
კარუნკი
კემიიარვენ-მაალაისკუნტა
პეტსამო
როვანიემენ-მაალაისკუნტა
The article is a derivative under the Creative Commons Attribution-ShareAlike License .
A link to the original article can be found here and attribution parties here
By using this site, you agree to the Terms of Use . Gpedia ® is a registered trademark of the Cyberajah Pty Ltd