ლეონიდ ბრეჟნევი
ლეონიდ ბრეჟნევი | |
საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
14 ოქტომბერი, 1964 – 10 ნოემბერი, 1982 | |
წინამორბედი | ნიკიტა ხრუშჩოვი |
მემკვიდრე | იური ანდროპოვი |
დაბადებული | 1 იანვარი, 1907 კამენსკოე, ეკატერინოსლავის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
გარდაცვლილი | 10 ნოემბერი, 1982 (76 წლის) მოსკოვი, რუსეთის სფსრ |
ეროვნება | რუსი |
პოლიტიკური პარტია | კომუნისტური პარტია |
მეუღლე | ვიკტორია ბრეჟნევა |
შვილები | გალინა (1929) იური (1933) |
რელიგია | ათეისტი |
ხელმოწერა |
ლეონიდ ილიას ძე ბრეჟნევი (რუს. Брежнев, Леонид Ильич; დ. 1 იანვარი, 1907 [ძვ. სტ. 19 დეკემბერი, 1906], ქ. კამენსკოე, ამჟამად დნეპროძერჟინსკი (უკრაინა) — გ. 10 ნოემბერი, 1982, მოსკოვი) — საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი (1964-იდან), ხოლო 1966 წლიდან გენერალური მდივანი და სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე 1960–1964 წლებში და 1977–1982 წლებში.
ბიოგრაფია
ლეონიდ ბრეჟნევი დაიბადა სოფ. კამენსკოეში, მუშა-მეტალურგის ოჯახში. შრომითი ცხოვრება 15 წლისამ დაიწყო. 1927 წელს დაამთავრა კურსკის სამიწათმომწობო-სამელიორაციო ტექნიკუმი. 1923 წელს შევიდა კომკავშირში, 1931 წელს სკკპ რიგებში.
სამხედრო და პარტიული მოღვაწეობა
1923-1936 წლებში ბრეჟნევი იყო წითელი არმიის სამხედრო სამსახურში. საბჭოთა კავშირის დიდი სამამულო ომის (1941–1945) პირველივე დღეებიდან იგი პოლიტიკურ და ორგანიზატორულ მუშაობას ეწეოდა მოქმედ არმიაში, ხოლო სამამულო ომის დამთავრების შემდეგ იგი ხელმძღვანელ პარტიულ სამუშაოზეა. 1946 წლის აგვისტოდან იყო უკრაინის კპ-ის ზაპოროჟიეს, 1947 წლის ნოემბრიდა - დნეპროპეტროვსკის საოლქო კომიტეტების პირველი მდივანი, 1950–1952 წლებში მოლდავეთის კპ ცკ-ის პირველი მდივანი. XIX ყრილობაზე ბრეჟნევი აირჩიეს სკკპ ცკ-ის წევრად, სკკპ ცკ-ის 1952 წლის ოქტომბრის პლენუმზე - სკკპ ცკ-ის პრეზიდიუმის წევრობის კანდიდატად და სკკპ ცკ-ის მდივნად. 1952–1954 წლებში გენერალ-ლეიტენანტის წოდებით მუშაობდა საბჭოთა არმიისა და სამხედრო-საზღვაო ფლოტის მთავარი პოლიტსამმართველოს უფროსის მოადგილედ. 1954 თებერვლიდან ყაზახეთის კპ ცკ-ის მეორე, ხოლო 1955 აგვისტოდან პირველი მდივანია.
რესურსები ინტერნეტში
- ენციკლოპედია „ბრიტანიკა“
- Universalis
- დიდი რუსული ენციკლოპედია[მკვდარი ბმული]
|