თხუთმეტამდე სახეობა გავრცელებულია ევროპაში, აზიასა და აფრიკაში, ყირიმში, კავკასიასა და შუა აზიაში. საქართველოში ორი სახეობაა, თეთრი ლეშურა (ლათ.Bryonia alba) და ორსახლიანი ლეშურა (ლათ.Bryonia dioica); ორივე სახეობა შხამიანია — ფესვი შეიცავს გლიკოზოდ ბრიონინს და ბრიონიდინს. ხმარობდნენ ხალხურ მედიცინაში. შეიცავს საღებავ ნივთიერებებსაც. დეკორატიულია, იყენებენ აივნისა და ფანჩატურის გასამწვანებლად.