ლიბერა
ლიბერა | |
---|---|
მითოლოგია: | რომაული მითოლოგია |
სხვა კულტურებში: | პროზერპინა, პერსეფონე და არიადნე |
სქესი: | მდედრობითი |
მეუღლე: | ლიბერი |
ლიბერა (ლათ. Liber < liber — „თავისუფალი“, liberi — „ბავშვები“) — ლიბერის ცოლი რომაულ მითოლოგიაში. ლიბერ და ლიბერა — პირდაპირი თარგმანია ბერძნული სიტყვებისა „კოროს“ და „კორა“ — ბიჭი და გოგო: ასე ეძახდნენ ბერძნები დიონისეს და პერსეფონეს. ლიბერის — დიონისეს („ბიჭის“) პარალელურად დგას ლიბერა — პერსეფონე („გოგონა“). ლიბერალებიც ამ ორეულთა და აგრეთვე ცერერას (დემეტრას) დღესასწაულია.
ლიტერატურა
- გელოვანი ა., „მითოლოგიური ლექსიკონი“, თბილისი, 1983. — გვ. 280.