მარიახილფი

მარიახილფის გერბი
მარიახილფის მდებარეობა ვენაში

მარიახილფი (გერმ. Mariahilf) — ვენის მეექვსე უბანი (გერმ. 6. Bezirk). ის მდებარეობს ვენის ცენტრთან ახლოს და როგორც უბანი დაარსდა 1850 წელს.[1] მარიახილფი არის მჭიდროდ დასახლებული უბანი.[2] 2011 წლის მონაცემების მიხედვით მისი მოსახლეობა შეადგენდა 29,623 ადამიანს, ხოლო ფართობი 1.48 კმ². სიმშიდროვეა 20,000 კაცი/კმ².

განათლება

უბანში მდებარეობს ვენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის რამდენიმე შენობა და ფრანც შუბერტის კონსერვატორია. ასევე: ელექტროტექნიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, მეტალურგიის, კერამიკის, სანიტარული ინჟინერიის, გათბობის ინჟინერიის და ჰაერის კონდიცირების სკოლები.

ღირსშესანიშნაობები

ნაშმარკტი
  • რაიმუნდ-თეატრი
  • თეატრი ან-დერ-ვინი
  • ნაშმარკტი - ღია ბაზარი
  • ლუფტფაფეს საჰაერო თავდაცვის კოშკები

ცნობილი მაცხოვრებლები

  • ვიქტორ ადლერი — ავსტრიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი
  • ლუდვიგ ანცეგრუბერი — დრამატურგი
  • ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი — გერმანელი კომპოზიტორი
  • ფანი ესლერი — მოცეკვავე
  • იოზეფ ჰაიდნი — კლასიკური პერიოდის ავსტრიელი კომპოზიტორი
  • ჰანს კრანკლი — ფეხბურთელი
  • ფრანც ლეგარი — კომპოზიტორი
  • კარლ მილიუკერი — კომპოზიტორი და დირიჟორი
  • ემანუელ შიკანედერი — დრამატურგი
  • ედუარდ ვან დერ ნიული — არქიტექტორი
  • ოსკარ ვერნერი — მსახიობი
  • ადოლფ ჰიტლერი — ავსტრიაში დაბადებული გერმანელი პოლიტიკოსი და ნაცისტური პარტიის ლიდერი

რესურსები ინტერნეტში

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

  1. Wien.gv.at webpage (see below: References).
  2. Vienna Districts data, wien.gv.at, 2008, webpage:wien.gv.at-portraets08-PDF დაარქივებული 2009-03-05 საიტზე Wayback Machine. .