მარინე იაშვილი
მარინე იაშვილი | |
---|---|
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 20 ოქტომბერი, 1932 |
დაბ. ადგილი | თბილისი |
გარდ. თარიღი | 9 ივლისი, 2012 (79 წლის) |
გარდ. ადგილი | მოსკოვი |
ჟანრ(ებ)ი | კლასიკური მუსიკა |
საქმიანობა | ორკესტრის სოლისტი |
ინსტრუმენტ(ებ)ი | ვიოლინო |
აქტიური | 1957-1979 |
მარინე ლუარსაბის ასული იაშვილი (დ. 20 ოქტომბერი, 1932, თბილისი — გ. 9 ივლისი, 2012, მოსკოვი, რუსეთი) — ქართველი მევიოლინე, საქართველოს სახალხო არტისტი (1967), ზ. ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1975). ლუარსაბ იაშვილის შვილი და მოწაფე.
ბიოგრაფია
1958 წელს დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორია. იქვე სწავლობდა ასპირანტურაში (პროფ. მ. მოსტრასის კლასი). 1957 წლიდან „მოსკონცერტის“ სოლისტია. 1958 წელს მიიწვიეს მოსკოვის კონსერვატორიის პედაგოგად. 1966 წლიდან თბილისის კონსერვატორიის პედაგოგია. 1967-1973 წლებში იყო საქართველოს ფილარმონიის კამერული ორკესტრის სოლისტი და სამხატვრო ხელმძღვანელი. მისი საშემსრულებლო ხელოვნება გამოირჩეოდა მაღალი პროფესიული კულტურით, ტექნიკურო სრულყოფილებით, ნატიფი გემოვნებით. ხშირად მართავდა კონცერტებს საზღვარგარეთ. იგი ქართული სავიოლინო ნაწარმოებთა დიდი პროპაგანდისტი იყო. იყო მრავალი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი (იან კუბელიკის სახელობის კონკურსი, პრაღა, 1949; ჰენრიკ ვენიავსკის სახელობის კონკურსი, პოზნანი, 1952; ელისაბედის სახელობის კონკურსი, ბრიუსელი, 1955). 1975 წელს მიიწვიეს იუგოსლავიის ქ. ნოვი-სადის კონსერვატორიაში სავიოლინო კათედრის კამგედ. მუშაობდა 1979 წლამდე.
ჯილდოები და აღიარება
- 1967 — საქართველოს სახალხო არტისტი
- 1971 — შრომის წითელი დროშის ორდენი
- 1975 — ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემია
- 1996 — პოლონეთის კულტურის დამსახურებული მოღვაწე
- 1996 — ღირსების ორდენი
- 1997 — რუსეთის დამსახურებული არტისტი
- 2003 — შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
ლიტერატურა
- გედევანიშვილი მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 65.