მატლიჭამიასებრნი[1] (ლათ.Campephagidae) — ფრინველთაოჯახიბეღურასნაირთარიგისა. მათი სხეულის სიგრძეა 13–36 სმ. ნისკარტი საფუძველთან ფართოა და გარშემხვეულია უხეში ჯაგრით, წვეტზე კაუჭი აქვს. ფეხები მოკლე და სუსტია. ბოლო მომრგვალებული და საფეხუროვანი. ფრთები მახვილი. შებუმბვლა ხშირად რუხია, ზოგიერთი სახეობისათვის წითელი ან ყვითელი. სხვადასხვა წყაროებით აერთიანებს 6–11 გვარის 92-მდე სახეობას. უმთავრესად გავრცელებული არიან აზიის, ავსტრალიისა და აფრიკისტროპიკებსა და სუბტროპიკებში. ძირითადად მეხეური ფრინველებია, უპირატესობას გამეჩხერებულ კორომებს ანიჭებენ; 1 სახეობა უდაბნოში ცხოვრობს. ბუდეს ხეზე აკეთებენ; დედალი დებს 2–5 კვერცხს. იკვებებიან მწერებით, რომლებსაც ჰაერში იჭერენ ან აგროვებენ ხეებზე, იშვიათად მიწაზე.