მაუნტ-აიზა (ინგლ.Mount Isa) — ქალაქიავსტრალიაში. მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, კუინზლენდის შტატში. 2011 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 20 570 ადამიანს[1]. მაუნტ-აიზა 1830 კილომეტრითაა დაცილებული შტატის ადმინისტრაციულ ცენტრ ბრიზბენს, ხოლო 904 კილომეტრით დაცილებულია ქალაქ ტაუნსვილს. ქალაქი მაუნტ-აიზა დაარსდა 1923 წელს, ქალაქის სტატუსი კი მიენიჭა 1968 წელს. ქალაქი მდებარეობს უდაბნოების ტერიტორიაზე, მაუნტ-აიზასთან მდებარეობს ტბა მონდარა. ქალაქიდან 155 კილომეტრში მდებარეობს კუინზლენდის და ჩრდილოეთი ტერიტორიის ოფიციალური საზღვარი. ყველაზე ცხელი თვეებია იანვარი და თებერვალი, ყველაზე ცივი — ივლისი და აგვისტო. ნალექების ყოველწლიური რაოდენობა საკმაოდ დაბალია და შეადგენს 454.3 მმ-ს.