მევლუთ ჩავუშოღლუ
მევლუთ ჩავუშოღლუ Mevlüt Çavuşoğlu | |
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 24 ნოემბერი 2015 |
პრეზიდენტი | რეჯეფ თაიფ ერდოღანი |
პრემიერ-მინისტრი | აჰმეთ დავუთოღლუ ბინალი ილდირიმი |
წინამორბედი | ფირუდინ სინირლიოღლუ |
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
29 აგვისტო 2014 – 28 აგვისტო 2015 | |
პრეზიდენტი | რეჯეფ თაიფ ერდოღანი |
პრემიერ-მინისტრი | აჰმეთ დავუთოღლუ |
წინამორბედი | აჰმეთ დავუთოღლუ |
მემკვიდრე | ფირუდინ სინირლიოღლუ |
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
25 იანვარი 2010 – 25 იანვარი 2012 | |
წინამორბედი | ლუის მარია დეპუგი |
მემკვიდრე | ჟან-კლოდ მიგნონი |
დაბადებული | 5 თებერვალი, 1968 ალანია, ანთალია თურქეთი |
საარჩევნი ოლქი | 2002 – ანთალია 2007 – ანთალია 2011 – ანთალია |
პოლიტიკური პარტია | სგპ |
მეუღლე | ჰიულია ჩავუშოღლუ |
შვილები | 1 |
განათლება | ანკარის უნივერსიტეტი ლონგ-აილენდის უნივერსიტეტი ბილქენთის უნივერსიტეტი ლონდონის ეკონომიკის სკოლა |
პროფესია | პოლიტიკოსი, დიპლომატი, ბიზნესმენი |
საიტი | http://mevlutcavusoglu.net/ |
მევლუთ ჩავუშოღლუ (თურქ. Mevlüt Çavuşoğlu; დ. 5 თებერვალი 1968, ალანია, ანთალია, თურქეთი) — თურქი პოლიტოკოსი, დიპლომატი, ბიზნესმენი და თურქეთის მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრი.[1] ამ თანამდებობამდე, 2010-2012 წლებში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე, ხოლო 2013-2014 წლებში თურქეთის ევროკავშირის საკითხებში მინისტრი იყო. სგპ-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრია, რომელიც 2002 წლის საპარლამენტო არჩევნებში ანთალიის ოლქში გაიმარჯვა და გახდა პარლამენტის წევრი.
ბიოგრაფია
ჩავუშოღლუ დაიბადა 1968 წლის 5 თებერვალს ანთალიის პროვინციის ქალაქ ალანიაში. საშუალო განათლება მიიღო ემინ ფაშის კერძო ლიცეუმში. 1988 წელს დაამთავრა ანკარის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი. ამის შემდეგ მოიპოვა აშშ-ს სტიპენდია და სწავლა გააგრძელა ლონგ აილენდის უნივერსიტეტში, სადაც მაგისტრის წოდებით ეკონომიკის ფაკულტეტი დაამთავრა. 1993 წელს, ანკარის უნივერსიტეტის ევროგაერთიანების კვლევის ცენტრის "ევროპული გამოცდილების" პროგრამა დაასრულა და იმავე წელს დაიწყო სწავლა ბილქენთის უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამაზე. ამის შემდეგ მოიპოვა ევროკავშირის სტიპენდია და დაამთავრა დოქტორის ხარისხით ლონდონის ეკონომიკის სკოლა "გარემოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების" განხრით. 1995 წელს, მუშაობდა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და გარემოს დაცვის სამინისტროში.[2]
დაოჯახებულია და ჰყავს ერთი შვილი, იცის ინგლისური, იაპონური, გერმანული და რუსული ენები.
პოლიტიკური კარიერა
სგპ-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრია. 2002, 2007, 2011 და 2015 წლების საპარლამენტო არჩევნების დროს, გახდა დეპუტატი ანთალიის ოლქიდან. პარტიაში ეკავა პარტიის საგარეო ურთიერთობათა კოორდინატორის მოადგილის პოსტი, ხოლო 2010 წელს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტად აირჩიეს.[3]
2015 წლის 24 ნოემბრიდან თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრია.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
- ↑ Mevlüt Çavuşoğlu - Özgeçmiş
- ↑ Mevlüt Çavuşoğlu Kimdir?[მკვდარი ბმული]
- ↑ AKPM'ye ilk kez Türk başkan. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-02-01. ციტირების თარიღი: 2016-08-01.