მეთილამინი
მეთილამინი | |
ზოგადი | |
---|---|
სისტემური სახელწოდება | მეთილამინი[1] |
ტრადიციული სახელწოდება | ამინომეთანი, მონომეთილამინი |
ქიმიური ფორმულა | |
მოლური მასა | 31.058 გ/მოლი |
ფიზიკური თვისებები | |
სიმკვრივე | 656.2 გ/სმ³ |
თერმული თვისებები | |
დნობის ტემპერატურა | −93.10 °C |
დუღილის ტემპერატურა | −6.6 დან −6.0 მდე °C |
უსაფრთხოება | |
LD50 | 1860 |
კლასიფიკაცია | |
CAS | 74-89-5 |
PubChem | 6329 |
მეთილამინი — ორგანული ნივთიერება ფორმულით . ეს უფერო აირი იწარმოება ამიაკისგან, მოლეკულაში ერთი წყალბად ატომის მეთილის რადიკალით ჩანაცვლებით. მეთილამინი არის უმარტივესი პირველადი ამინი. მას აქვს ძლიერი სუნი, თევზის სუნის მსგავსი.
ინდუსტრიული პროდუქცია
ჩვეულებრივ მეთილამინის მიღება ხდება მეთანოლის და ამიაკისგან. კატალიზატორად გამოიყენება ალუმინის სილიკატი (). ამ რეაქციით მიღებულ ყველაზე ხელსაყრელ პროდუქტად ითვლება ტრიმეთილამინი[2].
- CH3OH + NH3 → CH3NH2 + H2O
ამ ხერხით 2005 წლის ჩათვლით სინთეზირებული იქნა 115 000 ტონა მეთილამინი.
ლაბორატორიული მეთოდი
პირველად მეთილამინი მიიღო ჩარლზ ადოლფ ვიურცმა 1849 წელს მეთილიზოციანატისგან ()[3][4]. ლაბორატორიაში მეთილამინის მისაღებად გამოიყენება ამონიუმის ქლორიდი და ფორმალდეჰიდი[5].
- NH4Cl + H2CO → [CH2=NH2]Cl + H2O
- [CH2=NH2]Cl + H2CO + H2O → [CH3NH3]Cl +|HCO2H
- [CH3NH3]Cl + NaOH → CH3NH2 + NaCl + H2O
სხვა მეთოდით მეთილამინს იღებენ ნიტრომეთანით, თუთიით და ქლორწყალბადმჟავით[6].
კიდევ სხვა ლაბორატორიული მეთოდით მეთილამინს იღებენ გლიცერინის სპონტანური დეკარბოქსილაციით ძლიერი ტუტის თანაობისას.
რეგულაცია
მეთილამინს გააჩნია სხვადასხვა შეზღუდვები. ამერიკის შეერთებულ შტატებში მეთილამინის ყიდვა-გაყიდვა კონტროლდება, რადგან ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროდუქტია ნარკოტიკ მეტამფეტამინის მისაღებად[7].
სქოლიო
- ↑ (2014) Nomenclature of Organic Chemistry: IUPAC Recommendations and Preferred Names 2013 (Blue Book). Cambridge: The Royal Society of Chemistry, გვ. 670. DOI:10.1039/9781849733069-00648. ISBN 978-0-85404-182-4.
- ↑ Corbin D.R.; Schwarz S.; Sonnichsen G.C. (1997). „Methylamines synthesis: A review“. Catalysis Today. 37 (24): 71–102. doi:10.1016/S0920-5861(97)00003-5.
- ↑ Karsten Eller, Erhard Henkes, Roland Rossbacher, Hartmut Höke "Amines, Aliphatic" in Ullmann's Encyclopedia of Industrial Chemistry, Wiley-VCH, Weinheim, 2005. doi:10.1002/14356007.a02_001
- ↑ Charles-Adolphe Wurtz (1849) "Sur une série d'alcalis organiques homologues avec l'ammoniaque" (On a series of homologous organic alkalis containing ammonia), Comptes rendus … , 28 : 223-226. Note: Wurtz's empirical formula for methylamine is incorrect because chemists in that era used an incorrect atomic mass for carbon (6 instead of 12).
- ↑ Marvel, C. S.; Jenkins, R. L. (1941). "Methylamine Hydrochloride". Organic Syntheses.; Collective Volume, 1, p. 347
- ↑ (1937) Laboratory Methods of Organic Chemistry. Edinburgh, UK: R & R Clark, Limited, გვ. 157–158.
- ↑ Frank, R. S (1983). „The Clandestine Drug Laboratory Situation in the United States“. Journal of Forensic Sciences. 28: 12235J. doi:10.1520/JFS12235J.