მეთილირება

მეთილირება — ქიმიურ მეცნიერებაში სუბსტრატზე მეთილის დამატება, ან მეთილის ჯგუფში ატომთა ან ჯგუფთა შენაცვლება. მეთილირება ალკილირების ფორმაა, მეთილის ჯგუფთან მიმართებით, ვიდრე ფართო ნახშირბადური ჯაჭვი, რომელიც წყალბადის ატომს ანაცვლებს. ტერმინები გამოიყენება ქიმიაში, ბიოქიმიაში, ნიადაგთმცოდნეობასა და ბიოლოგიაში.

ბიოლოგიურ სისტემებში მეთილირება ფერმენტების კატალიზია. ამგვარი მეთილირება შეიძლება ჩართული იყოს მძიმე ლითონების მოდიფიკაციაში, გენთა ექსპრესიის რეგულირებაში, ცილების ფუნქციათარეგულაციასა და პოსტტრანსკრიფციულ მოდიფიკაციაში. ქსოვილთა ნიმუშების ვიტამინების მეთილირება კონკრეტული ჰისტოლოგიური არტეფაქტების გადამუშავების ერთ-ერთი მეთოდია. მეთილირების თანამონაწილეს დემეთილირება ეწოდება.

ბიოლოგიაში

ბიოლოგიურ სისტემებში მეთილირება ფერმენტების მეშვეობით მიმდინარეობს. მეთილირებით მძიმე ლითონების მოდიფიცირებაა შესაძლებელი, ასევე გენთა ექსპრესიის რეგულირება, რნმ-ის პროცესისა და ცილის ფუნქციონირების უზრუნველყოფა. მეთილირება ეპიგენეტიკის ფუნდამენტურ პროცესად მიიჩნევა. მედიცინაში მეთილირების ციკლი სხვადასხვა სისტემის მეტაბოლიზმს უკავშირდება, მათ შორის დნმ-ისა და გლუტათიონის წარმოქმნას.[1]

მეთანოგენეზისის ციკლი, ნაჩვენებია ინტერმედიატებიც.

მეთანოგენეზისი

მეთანოგენეზისი არის პროცესი, რომელიც მეთანს წარმოქმნის, რაც მეთილირების რეაქციების სერიათა შედეგია. ამ რეაქციებზე გავლენას ახდენს ფერმენტების ნაკრები, რომელსაც ანაერობული მიკრობების ოჯახი ინახავს. მეთანოგენეზისის საპირისპირო შემთხვევაში მეთანი მეთილატურ აგენტად მოქმედებს.

O-მეთილტრანსფერაზა

ფენოლთა დიდი რაოდენობა O-მეთილაციის შედეგად ანისოლების დერივაციებს წარმოქმნის. ამ პროცესში კატალიზის როლს ფერმენტები ასრულებენ და მთავარი რეაქციაა მცენარეთა მთავარი სტრუქტურული კომპონენტების, ლიგონების, ლიგნინებისა და პერკურსორების ბიოსინთეზში.

5-O-მეთილირება

მცენარეები ფლავონოიდებსა და იზოფლავონებს ჰიდროქსილის ჯგუფებზე მოქმედებით წარმოქმნიან. 5-O მეთილირება გავლენას ახდენს ფლავონოიდების წყალში ხსნადობაზე. 5-O-მეთილირების მაგალითებია 5-O-მეთილგენშტეინი, 5-O-მეთილმირიცეტინი ან 5-0-მეთილკვერცეტინი.

ძიმე ლითონები: დარიშხანი, ვერცხლისწყალი, კადმიუმი

ბიომეთილირება ზოგიერთი მძიმე ლითონის გარდაქმნის გზაა, რათა ისინი უფრო მობილურები და უფრო ლეტელური დერივაციული სახე მიიღონ, რათა კვების ჯაჭვში შეაღწიონ. დარიშხანის ნაერთების ბიომეთილირრება მეთილდარიშხანის მჟვის წარმოქმნით იწყება. ამგვარად, სამვატელნტური არაორგანული დარიშხანის ნივთიერება ისეა მეთილირებული, რომ მეთანარსონატი წარმოიქმნება. S-ადენოსილმეთიონინი მეთილის დონორია. მეთანარსონატები დიმეთილარსონატების პრეკურსორებია. მსგავსი პროცესი მიმდინარეობს ვერცხლისწყლისმეთილის ბიოსინთეზისას.

ქიმიაში

ორგანულ ქიმიაში ტერმინი მეთილირება ეხება ალკალირების პროცესს და გამოიყენება CH3 ჯგუფთან.

ელექტროფილური მეთილირება

მეთილირება ჩვეულებრივ მიმდინარეობს ელექტროფილური წყაროების გამოყენებით, როგორიცაა იოდომეთანი, დიმეთილის სუფატი, დიმეთილის კარბონატი და ტეტრაქლორამონიუმის ქლორიდი. უფრო ნაკლებ გავრცელებული, მაგრამ უფრო ძლიერი (და უფრო სახიფათოც) მეთილატი რეაგენტებია მეთილის ტრიფლეტი, დიაზომეთანი და მეთილის ფლოროსულფანატი (მაგიური მეთილი). ეს რეაგენტები SN2 ნუკლეოფილური მიმოცვლით რეაგირებენ. მაგალითად, კარბოქსილატი შეიძლება ჟანგბადით მეთილირდეს და მეთილის ესტერი წარმოქმნას. კეტონის ენოლის ნახშირბადზე მეთილირებით ახალი კეტონის წარმოქმნაა შესაძლებელი.

ეშვაილერ-კლარკის მეთილირება

ეშვაილერ-კლარკის რეაქცია ამინების მეთილირების მეთოდია. ეს მეტოდი თავიდან იცილებს მენშუტრკინის რეაქციის რისკებს, რომელიც მაშინ ხდება, როცა ამინები მეტილის ჰალიდებთან მეთილირდება.

ეშვაილერ-კლარკის რეაქცია გამოიყენება ამინების მეთილირებისთვის.
ეშვაილერ-კლარკის რეაქცია გამოიყენება ამინების მეთილირებისთვის.

ბიბლიოგრაფია

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Van Konynberg R Phoenix Rising , 2014