მელიტენის ბრძოლა — ბრძოლა ანტიოქიის მთავარბოემონდ I-ისა და ანატოლიელ დანიშმენდ ღაზის არმიებს შორის. გაიმართა 1100 წელს. დასრულდა ჯვაროსანთა დამარცხებით.
1098 წელს ბოემონდმა ხელში ჩაიგდო ძალაუფლება ანტიოქიაში და სამხედრო კავშირები დაამყარა კილიკიის სომხებთან. მას შემდეგ, რაც გაბრიელ მელიტენელი და მისი სომხური გარნიზონი ალყაში მოქცეულნი აღმოჩნდნენ დანიშმენდიდების მიერ, ბოემონდი თავისი ფრანგული არმიით გაემართა ალყაში მოქცეულთა დასახმარებლად.
დანიშმენდ ღაზი ჩაუსაფრდა ფრანგებს და უეცრად დაესხა მათ. ბრძოლაში „ჯვაროსანთა უმრავლესობა დაიღუპა.“[1] ბოემონდი რიშარ სალერნოელთან ერთად დაატყვევეს. დაღუპულთა შორის იყვნენ მარაშისა და ანტიოქიისსომეხი ეპისკოპოსები. 1103 წელს ბოემონდი გამოსასყიდის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მისი გათავისუფლება გახდა საბაბი წარუმატებელი 1101 წლის ჯვაროსნული ლაშქრობის დაწყებისა.
ამ ბრძოლამ დაასრულა პირველ ჯვაროსნულ ლაშქრობაში დაწყებული გამარჯვებული ბრძოლების სერია. მოგვიანებით ბალდუინმა, ედესის გრაფმა და მოგვიანებით იერუსალიმის მეფემ გაათავისუფლა მელიტენა. თუმცა, 1103 წელსვე, ბოემონდის გათავისუფლების შემდეგ, დანიშმენდიდებმა დაიპყრეს მელიტენა და გაბრიელი სიკვდილით დასაჯეს.
ლიტერატურა
Eggenberger, David. An Encyclopedia of Battles. New York: Dover Publications, 1985. ISBN0-486-24913-1