მინთრიონის გორა

ბოზთეფე (თურქ. Boztepe) ან მინთრიონის გორა (ბერძ. Όρος Μίνθριον) — გორა ქალაქ ტრაპიზონში, თურქეთი. მდებარეობს ქალაქის ცენტრდან 3 კილომეტრში, სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარეს. გორის აღმოსავლეთით მდებარეობს დეგიმენდერეს ხეობა. გორის უდიდესი ნაწილი ქეიმაქლის უბანში შედის.

ეს ადგილი ანტიკური დროიდან რელიგიური მნიშვნელობას ატარებდა.[1] გორაზე მდებარეობს შემდეგი სიწმინდეები:

  • მეჩეთი, ყოფილი XIX საუკუნის ეკლესია. თავად ეკლესია თავდაპირველად მითრას საკურთხეველს წარმოადგენდა, რამაც სავარაუდოდ განაპირობა გორის სახელწოდება – „მინთრიონი“.[2]
  • ქაიმაქლის მონასტერი.
  • სკილოლიმნე – ახლა ძირითადად დამშრალ ტბას წარმოადგენს.[3]
  • დრაკონის წყარო (Δράκοντπήάσον), მდებარეობს ჰოშოღლანის სოფელთან.[4] იოანე ლაზაროპულოსის „ლოგოსი“-ს თანახმად, ტრაპიზონის იმპერატორმა ალექსი II-მ აქ განგმირა დრაკონი.
  • ყოვლადწმინდა თეოსკეპასტოსის მონასტერი.

ლიტერატურა

  • Bryer, Anthony (March 1985). Byzantine Monuments and Topography of the Pontos (Dumbarton Oaks Studies, 20) Two Volume Set. Dumbarton Oaks Pub Service. ISBN 0-88402-122-X. 
  • Whiting, Dominic (2001). Turkey Handbook. Footprint Travel Guides. ISBN 1-900949-85-7. 

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Whiting, p. 565
  2. Bryer, p. 207
  3. Bryer, p. 200
  4. Bryer, p. 207