მინსკის ოლქი
ოლქი | |||||
---|---|---|---|---|---|
მინსკის ოლქი ბელარ. Мінская вобласць | |||||
| |||||
ქვეყანა | ბელარუსი | ||||
ადმ. ცენტრი | მინსკი | ||||
შიდა დაყოფა | Barysaŭski rajon, Bierazino District, Valožyn District, Viliejski rajon, Dziaržynski rajon, Kapyĺ District, Klieck District, Krupki District, Lahojski rajon, Liubanski rajon, Maladziečanski rajon, Minski rajon, Miadzieĺski rajon, Niasvižski rajon, Puchavicki rajon, Salihorsk District, Slucki rajon, Smaliavicki rajon, Staryja Darohi District, Staŭbcoŭski rajon, Uzda District, Červieński rajon და Žodzina | ||||
კოორდინატები | 53°40′00″ ჩ. გ. 27°45′00″ ა. გ. / 53.66667° ჩ. გ. 27.75000° ა. გ. | ||||
მმართველი | Anatol Isachenka | ||||
დაარსდა | 15 იანვარი, 1938 | ||||
ფართობი | 39,9[1] კმ² | ||||
მოსახლეობა | 1 407 895[2] (მინსკის გარეშე) კაცი (2015) | ||||
სიმჭიდროვე | 39,9 კაცი/კმ² | ||||
ეროვნული შემადგენლობა |
88,5% — ბელარუსები 7,1% — რუსები 1,2% — უკრაინელები 1,3% — პოლონელები | ||||
სასაათო სარტყელი | [[UTCUTC+03:00]] | ||||
საავტომობილო კოდი | 5 | ||||
ოფიციალური საიტი | minsk-region.gov.by/en/ | ||||
მინსკის ოლქი (ბელარ. Мінская вобласць) — ოლქი ცენტრალურ ბელარუსში.
დაარსდა 1938 წლის 15 იანვარს, სსრკ-ს „01.15.1938 ცვლილებების შეტანის შესახებ კონსტიტუციაში“ (ძირითად კანონში) შესაბამისად.
ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქ მინსკი (რომელიც ოლქის შემადგენლობაში არ შედის).
გეოგრაფია
ტერიტორია
ოლქის ფართობი ქალაქ მინსკის გარეშე შეადგენს — 39.9 ათას კმ²-ს.[3] ოლქი მდებარეობს ბელარუსის ცენტრალურ ნაწილში. ყველაზე დიდი სიგრძე ჩრდილოეთიდან სამხრეთით - 315 კმ, აღმოსავლეთიდან დასავლეთით - 240 კმ. მთლიანი ტერიტორია, ქალაქ მინსკის ჩეთვლით, შეადგენს 40.2 ათასი კვ. კმ-ს (ბელარუსის მთლიანი ფართობის 19.4%). ოლქის უმაღლესი წერტილია (ასევე ქვეყნის) — ძერჟინსკის მთა (345 მეტრი ზღვის დონიდან).
წყლის სისტემა
უდიდესი მდინარეებია — ბერეზინა, ნემანი და ვილია. არსებობს დაახლოებით 60 დიდი ტბა ფართობით 0.1 კვადრატულ კილომეტრზე მეტით. ყველაზე დიდი ტბაა — ნაროჩი, ფართობით 80 კვ. კმ., მაქსიმალური სიღრმით — 24.8 მ.
კლიმატი
მინსკის ოლქის კლიმატი ზომიერად კონტინენტურია. საშუალო ტემპერატურაა იანვარში -6,8 °C, ივლისში +17,5 °C.
მცენარეული საფარი
ოლქის ტერიტორიის დაახლოებით 36% დაფარულია ტყეებით.
ისტორია
X საუკუნის დასაწყისიდან ოლქის დღევანდელი ტერიტორია შედიოდა კიევის რუსეთის შემადგენლობაში. ამის შემდეგ ის გახდა ნაწილი პოლოცკის სამთავროს, ხოლო ლიტვის დიდი სამთავროს ფორმირების შემდეგ შედიოდა მის შემადგენლობაში. პოლოცკის სამთავროს და ლიტვის დიდი სამთავროს გაერთიანების შემდეგ გახდა პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობის ტერიტორიის ნაწილი.
1793 წელს, პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობის დაშლის შედეგად ტერიტორია შეუერთდა რუსეთს და გახდა მინსკის გუბერნიის ნაწილი. 1921 წელს რუსეთის იმპერიის დაშლი შემდეგ და სამოქალაქო ომის დროს ოლქის დასავლეთი ნაწილი შევიდა პოლონეთის შემადგენლობაში, ხოლო აღმოსავლეთი — საბჭოთა ბელორუსიის.
ადმინისტრაციული დაყოფა
მინსკის ოლქი დაყოფილია 22 რაიონად და მოიცავს ერთ ქალაქს რეგიონალური დაქვემდებარების — ჟოდინო. ქალაქი მინსკი არ შედის ოლქის შემადგენლობაში და არის ცალკე ადმინისტრაციულ—ტერიტორიული ერთეული.
No | რაიონი | ბელარ. | ფართობი[4], კმ² |
მოსახლეობა[2], კაცი (2015) |
ადმინისტრაციული ცენტრი |
---|---|---|---|---|---|
1. | ბერეზინო | Бярэзінск | 1940,34 | 22 937 | ბერეზინო |
2. | ბორისოვი | Барысаўск | 2987,63 | 183 010 | ბორისოვი |
3. | ვილეიკა | Вілейск | 2453,81 | 48 674 | ვილეიკა |
4. | ვოლოჟინი | Валожынск | 1916,78 | 34 061 | ვოლოჟინი |
5. | დზერჟინსკი | Дзяржынск | 1189,50 | 63 205 | დზერჟინსკი |
6. | კლეცკი | Клецк | 974,12 | 29 022 | კლეცკი |
7. | კოპილი | Капыльск | 1607,66 | 29 062 | კოპილი |
8. | კრუპკი | Крупск | 2138,73 | 23 587 | კრუპკი |
9. | ლოგოისკი | Лагойск | 2365,02 | 35 145 | ლოგოისკი |
10. | ლუბანი | Любанск | 1913,75 | 32 478 | ლუბანი |
11. | მინსკი[5] | Мінск | 1902,66 | 188 294 | მინსკი |
12. | მოლოდეჩნო | Маладзечанск | 1392,18 | 136 797 | მოლოდეჩნო |
13. | მიადელი | Мядзельск | 1964,30 | 26 890 | მიადელი |
14. | ნესვიჟი | Нясвіжск | 862,75 | 39 287 | ნესვიჟი |
15. | პუხოვიჩი | Пухавіцк | 2441,12 | 65 984 | მარინა გორკა |
16. | სლუცკი | Слуцк | 1821,06 | 92 379 | სლუცკი |
17. | სმოლევიჩი[6] | Смалявіцк | 1394,14 | 43 866 | სმოლევიჩი |
18. | სოლიგორსკი | Салігорск | 2498,91 | 134 647 | სოლიგორსკი |
19. | სტარიე დოროგი | Старадарожск | 1370,38 | 20 109 | სტარიე დოროგი |
20. | სტოლბცი | Стаўбцоўск | 1884,52 | 39 917 | სტოლბცი |
21. | უზდა | Уздзенск | 1180,97 | 23 066 | უზდა |
22. | ჩერვენი | Чэрвеньск | 1630,39 | 31 918 | ჩერვენი |
მოსახლეობა
ეთნიკური შემადგენლობა
ეროვნება | აღწერა 1926[7] | აღწერა 1939[8] | აღწერა 1959 | აღწერა 1970 | აღწერა 1979 | აღწერა 1989 | აღწერა 1999 | აღწერა 2009[9] |
---|---|---|---|---|---|---|---|---|
ბელარუსები | 430 717 | 1 058 662 | 1 292 318 | 1 369 537 | 1 346 674 | 1 339 427 | 1 350 301 | 1 258 657 |
რუსები | 16 720 | 79 466 | 84 629 | 106 156 | 132 200 | 156 500 | 140 561 | 101 579 |
პოლონელები | 13 717 | 16 161 | 64 425 | 31 329 | 29 687 | 33 248 | 29 532 | 17 908 |
უკრაინელები | 2193 | 20 759 | 15 654 | 20 069 | 24 127 | 29 577 | 25 144 | 17 745 |
სომხები | 18 | 465 | … | 277 | 296 | 636 | 1785 | 1705 |
თათრები | 2246 | 3731 | 2127 | 1906 | 1953 | 2108 | 1776 | 1239 |
ბოშები | 85 | 311 | … | 1054 | 1245 | 1370 | 1424 | 1002 |
აზერბაიჯანელები | … | 151 | … | 199 | 340 | 603 | 852 | 948 |
ებრაელები | 70 713 | 117 615 | 9040 | 7277 | 5741 | 4436 | 1543 | 703 |
მოლდოველები | 13 | 81 | … | 289 | 363 | 785 | 597 | 564 |
ლიეტუველები | 815 | 926 | … | 664 | 569 | 689 | 583 | 476 |
გერმანელები | 964 | … | … | 345 | 346 | 638 | 809 | 425 |
ქართველები | … | 436 | … | 121 | 186 | 300 | 359 | 315 |
ჯამში | 539 529 | 1 305 937 | 1 472 153 | 1 541 724 | 1 546 675 | 1 574 618 | 1 558 632 | 1 422 528 |
ეკონომიკა
მინსკის ოლქში არსებობს კალიუმის და ქვა-მარილის, ტორფის, თიხის, ქვიშა-ხრეშის მასალების, ქვიშის საბადოები. არსებობს მინერალური წყლები.
ოლქში მუშაობს 411 საწარმო, 122.9 ათასი პერსონალით.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 6-7.
რესურსები ინტერნეტში
- მინსკის ოლქი, ქალაქები და სოფლები. ფოტოები
- ოლქების და რაიონების რუკები დაარქივებული 2010-07-17 საიტზე Wayback Machine.
- მინსკის ოლქი (დასახლებული პუნქტები)
სქოლიო
- ↑ «Минская область — центральная область Республики Белоруссия, граничит со всеми областями республики. Площадь — 39,9 тыс. квадратных километров, наибольшая протяженность с севера на юг — 315 км, с востока на запад — 240 км. Занимаемая площадь (с Минском) составляет 19,4 % площади Белоруссии».
Минская область: географическое положение, территория. Официальный Интернет-сайт Минского областного исполнительного комитета. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-30. ციტირების თარიღი: 2012-05-07.
Минская область. Минщина — крупнейший регион Беларуси. Официальный интернет-портал Президента Республики Беларусь. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-30. ციტირების თარიღი: 2012-05-07. - ↑ 2.0 2.1 Численность населения на 1 января 2015 г. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-12-14. ციტირების თარიღი: 2016-03-07.
- ↑ Государственный земельный кадастр Республики Беларусь (по состоянию на 1 января 2012 года). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2016-03-07.
- ↑ «Государственный земельный кадастр Республики Беларусь» დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine. (по состоянию на 1 января 2011 г.)
- ↑ არ შეიცავს ქალაქ მინსკს.
- ↑ არ შეიცავს ქალაქ ჟოდინოს.
- ↑ Национальный состав по Минскому округу
- ↑ Демоскоп Weekly — Приложение. Справочник статистических показателей
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-09-18. ციტირების თარიღი: 2010-09-18.