მისიონესის პროვინცია
პროვინცია | |||||
---|---|---|---|---|---|
მისიონესის პროვინცია Provincia de Misiones | |||||
| |||||
ქვეყანა | არგენტინა | ||||
ადმ. ცენტრი | პოსადასი | ||||
შიდა დაყოფა | Apóstoles Department, Cainguás department, Candelaria department, Concepción Department, Eldorado Department, General Manuel Belgrano department, Guaraní Department, Iguazú Department, Capital Department, Leandro N. Alem Department, Libertador General San department, Montecarlo department, Oberá department, San Ignacio, San Javier Department, San Pedro Department და Veinticinco de Mayo | ||||
კოორდინატები | 26°55′12″ ს. გ. 54°31′12″ დ. გ. / 26.92000° ს. გ. 54.52000° დ. გ. | ||||
მმართველი | Hugo Passalacqua | ||||
დაარსდა | 10 დეკემბერი, 1953 | ||||
ფართობი | 29 801 კმ² | ||||
მოსახლეობა | 965 522 კაცი (2001) | ||||
სიმჭიდროვე | 32,4 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC-3 და America/Argentina/Cordoba[1] | ||||
ოფიციალური საიტი | misiones.gov.ar | ||||
მისიონესი (ესპ. Provincia de Misiones) – არგენტინის პროვინცია, მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, არგენტინის მესოპოტამიაში. პარაგვაისა და ბრაზილიის საზღვართან. ადმინისტრაციული ცენტრი – პოსადასი. პროვინციის მოსახლეობა – 965 522 კაცი (2001). ფართობი – 29 801 კმ². პროვინცია მოიცავს 17 დეპარტამენტს და 78 მუნიციპალიტეტს.
ღირსშესანიშნაობა
პროვინციას სახელი ეწოდა აქ არსებული იეზუიტების მისიების მიხედვით. არგენტინაში მდებარე 15 მისიიდან 11 მისიონესის პროვინციის ტერიტორიაზე მდებარეობს. მათგან ოთხი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში: სან-იგნასიო-მინი, ნუესტრა-სენიორა-დე-სანტა-ანა, ნუესტრა-სენიორა-დე-ლორეტო და სანტა-მარია-ლა-მაიორი.
პროვინციის მთავარი ღირსშესანიშნაობაა იგუასუს ჩანჩქერი, რომელიც ასევე შეტანილია მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.
მოსახლეობა
პროვინციის მოსახლეობის უმრავლესობა ემიგრანტების შთამომავალია. აქ ცხოვრობენ იტალიელები, გერმანელები, ესპანელები, პოლონელები, უკრაინელები, ფრანგები, შვეიცარიელები, რუსები, შვედები, დანიელები, არაბები და იაპონელები.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
- Gobierno de la Provincia de Misiones დაარქივებული 2011-04-30 საიტზე Wayback Machine.
- French Culture in Misiones დაარქივებული 2006-07-14 საიტზე Wayback Machine.
- Pictures of Misiones დაარქივებული 2010-12-10 საიტზე Wayback Machine.