მოზამბიკი — მრავალენოვანი ქვეყანა, დასახლებულია ბანტუს ენებზე მოლაპარაკე ხალხებით, თუმცა ოფიციალური სტატუსი აქვს პორტუგალიურ ენას. სტატისტიკის თანახმად, პორტუგალიურ ენაზე თავისუფლად საუბრობს მოზამბიკის მოსახლეობის 40 % და ქალაქში მაცხოვრებლების 70 %.
მოზამბიკში მცხოვრები არაბები, ჩინელები და ინდოელები ძირითადად პორტუგალიურად საუბრობენ. პორტუგალიურ ენაზე ასწავლიან სკოლებსა და უნივერსიტეტებში. მოზამბიკში გადაიცემა პორტუგალიური და ბრაზილიური სატელევიზიო არხები. პორტუგალიური ენის ცოდნა ქვეყანაში თანდათანობით ფართოვდება.