მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2006: ჯგუფი E — მუნდიალი 2006-ის ერთ-ერთი ჯგუფი. თამაშები დასრულდა 22 ივნისს. იტალიამ ჯგუფი ისე მოიგო, რომ მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა, ისიც ავტოგოლი. აშშ ნაკრებმა, მიუხედავად იმისა, რომ 9 ფეხბურთელით 10 კაციან იტალიასთან 1-1 ითამაშა, წააგო დანარჩენი ორივე მატჩი. ტურნირის დებიუტანტი განის ნაკრები გავიდა მეორე ადგილზე, მოუგო რა აშშ-სა და ჩეხეთს. იტალიელი დანიელე დე როსი დაისაჯა 4 მატჩიანი დისკვალიფიკაციით აშშ-ს ნაკრებთან გამოჩენილი უხეშობის გამო.
თანამსაჯები: არისტეუ ტავარესი (ბრაზილია)
ედნილსონ კორონა (ბრაზილია)
მეოთხე მსაჯი: ხალილ ალ-გამდი (საუდის არაბეთი)
მეხუთე მსაჯი: ჰამდი ალ კადრი (სირია)
ჩეხეთი vs განა
თომაშ უიფალუში იქნა გაძევებული 65-ე წუთზე საჯარიმოში მეთიუ ამოას წაქცევის გამო. დაინიშნა პენალტი, რომელიც შეასრულა ასამოა გიანმა. მან დარტყმა მსაჯის სასტვენზე ადრე შეასრულა, რის გამოც მიიღო ყვითელი ბარათი. გიანმა პენალტი ვერ გაიტანა, მან ბურთი ძელს მოარტყა.
თანამსაჯები: დარიო გარსია (არგენტინა)
როდოლფო ოტერო (არგენტინა)
მეოთხე მსაჯი: ჯერომ დეიმონი (სამხრეთ აფრიკა)
მეხუთე მსაჯი: ენოკ მოლეფე (სამხრეთ აფრიკა)
იტალია vs აშშ
იტალიელი ნახევარმცველი დანიელე დე როსი გაძევებულ იქნა მატჩიდან ბრაიან მაკბრაიდის წინააღმდეგ უხეშობის გამო. 28-ე წუთზე დე როსიმ მაკ=ბრაიდს იდაყვი ჩაარტყა. დაზარალებულს სისხლისღვრის შესაჩერებლად მარცხენა თვალზე სამი სახვევის დადება დასჭირდა. ფიფა-მ დე როსი 10 000 შვეიცარიული ფრანკითა და ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა, რამაც მაინც მისცა საშუალება დე როსის, ეთამაშა ფინალში.