მსხვილთავასებრნი (ლათ. Hesperiidae) — პეპლების ოჯახი. აქვთ მსხვილი სხეული მოკლე ფრთები და ნაირგვარი შეფერილობა — ცვილისფერიდან შავამდე, ფრთებზე — ღია ან მუქი ლაქებისაგან შემდგარი ნახატი. ოჯახში 3500-მდე სახეობაა.