მუსალა
მუსალა | |
---|---|
ხედი სამხრეთიდან | |
კოორდინატები: 42°10′47″ ჩ. გ. 23°35′12″ ა. გ. / 42.17972° ჩ. გ. 23.58667° ა. გ. | |
ქვეყანა | ბულგარეთი |
სიმაღლე | 2925 მ |
ქედი | რილა |
უმარტივესი მარშრუტი | საბაგირო გზა ბოროვეციდან, შემდეგ ბილიკი |
მუსალა (ბულგ. Мусала; არაბულიდან ან ოსმალურიდან: „ღმერთთან ახლოს“ ან „მლოცველის ადგილი“)[1] — ბალკანეთის ნახევარკუნძულის უმაღლესი მთა. მისი სიმაღლეა 2,925 მ. მთა მდებარეობს სამხრეთ-დასავლეთ ბულგარეთში, რილის მასივში. ის ასევე ალპებსა და კავკასიას შორის მდებარე უმაღლესი მწვერვალია.
მუსალას სახელი ეწოდება მყინვარს კუნძულ გრინვიჩზე, რომელიც ერთ-ერთია სამხრეთ შეტლანდის კუნძულებიდან ანტარქტიდაში.
გალერეა
-
მთამსვლელები მწვერვალთან ახლოს
-
მუსალადან შესაძლებელია პირინის მთების დანახვა
-
მუსალადან ასევე ჩანს მარიცას სათავე
-
მუსალას ხედი
ლიტერატურა
- (2002) „Мусала“, Българска енциклопедия А-Я (Bulgarian). БАН, Труд, Сирма. ISBN 954-8104-08-3. OCLC 163361648.
სქოლიო
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: