მუღანის სოციალისტური რესპუბლიკა — მცირე დროით არსებული პრო-ბოლშევიკური სოციალისტური რესპუბლიკა თანამედროვე აზერბაიჯანის სამხრეთ ნაწილში. დედაქალაქი — ლენქორანი. რესპუბლიკა ჩამოყალიბდა იმ ადამიანთა ჯგუფის მიერ ვინც იყო აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მოწინააღმდეგე.