მყინვარი
![](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/7/77/Mt._Kazbegi_in_The_Greater_Caucasus.jpg/240px-Mt._Kazbegi_in_The_Greater_Caucasus.jpg)
მყინვარი — დედამიწის ზედაპირზე არსებული ბუნებრივი ყინულის მასა, რომელიც სიმძიმის ძალის ზეგავლენით მოძრაობს. მყინვარი მიიღება იქ, სადაც თოვლი ბევრად მეტი მოდის, ვიდრე დნება. მაღალ განედებში მყინვარი ვაკეებზეც გვხვდება, დაბალ განედებში – მთებში. მყინვარის გადაადგილების სიჩქარე რამდენიმე სანტიმეტრიდან 200 მეტრამდე მერყეობს წელიწადში. სიჩქარე დამოკიდებულია მოსული თოვლის რაოდენობაზე, ფერდობის დახრილობასა და ზედაპირის აგებულებაზე.
არსებეობს მყინვარის შემდეგი სახეობები: ხმელეთის (ანტარქტიდა, გრენლანდია), შელფური და მთის. მსოფლიო მყინვარების საერთო ფართობი ხმელეთის ზედაპირის 11 %-ს შეადგენს.
ზღვაში ჩაცურებული ხმელეთის მყინვარის კიდეების მოტეხვით მიღებული მცურავი ან მეჩეჩზე აღმართული ყინულის გიგანტური ნატეხი არის აისბერგი.
![](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/3/3f/155_-_Glacier_Perito_Moreno_-_Panorama_de_la_partie_nord_-_Janvier_2010.jpg/800px-155_-_Glacier_Perito_Moreno_-_Panorama_de_la_partie_nord_-_Janvier_2010.jpg)
რესურსები ინტერნეტში
- Glaciers of the Pyrenees დაარქივებული 2008-08-19 საიტზე Wayback Machine.
- NOW on PBS "On Thin Ice"
- Photo project tracks changes in Himalayan glaciers since 1921
- Short radio episode California Glaciers დაარქივებული 2004-05-23 საიტზე Wayback Machine. from The Mountains of California by John Muir, 1894.
|