მშვილდოსნის მკლავი
მშვილდოსნის მკლავი — ჩვენი გალაქტიკა ირმის ნახტომის მცირე სპირალური მკლავი.[1] ეს გიგანტური სტრუქტურები ხშირად მილიარდობით ვარსკვლავისა და ათასობით გაზის ღრუბლისგან შედგება. მშვილდოსნის მკლავი ჩვენი გალაქტიკის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა მკლავია, რადგან მასში კონცენტრირებულია H II რეგიონების, ახალგაზრდა ვარსკვლავებისა და გიგანტური მოლეკულური ღრუბლების დიდი რაოდენობა.[2]
ირმის ნახტომი შემოსაზღვრული სპირალური გალაქტიკაა, შედგება ცენტრისა და მისგან გამავალი სპირალური მკლავებისაგან.[1] სახელი ეწოდა მშვილდოსნის თანავარსკვლავედის სიახლოვის გამო, რადგან დედამიწიდან სწორედ ამ მიმართულებით ჩანს, გალაქტიკის ცენტრისაკენ.
მშვილდოსნის მკლავი ორ ნაწილად იყოფა.
ხილვადი ობიექტები
მშვილდოსნის მკლავში სამოყვარულო ტელესკოპით შესაძლებელია მესიეს ობიექტების გარკვეული ნაწილის დანახვა:
- ლაგუნას ნისლეული
- გარეული იხვის ვარსკვლავთგროვა
- არწივის ნისლეული
- ომეგას ნისლეული
- M18
- სამნაწილიანი ნისლეული
- M21
- მშვილდოსნის ვარსკვლავური ღრუბელი
- M26
- M55
- NGC 3372
რესურსები ინტერნეტში
- http://members.fcac.org/~sol/chview/chv5.htm დაარქივებული 2019-10-02 საიტზე Wayback Machine.
- http://skyandtelescope.com/mm_images/6829.jpg დაარქივებული 2005-09-12 საიტზე Wayback Machine.
- Messier Objects in the Milky Way (SEDS)
სქოლიო
- ↑ 1.0 1.1 Churchwell, Ed; Babler, Brian L.; Meade, Marlin A. (2009). „The Spitzer/GLIMPSE Surveys: A New View of the Milky Way“ (pdf). Publications of the Astronomical Society of the Pacific. 121: 213–230. Bibcode:2009PASP..121..213C. doi:10.1086/597811.
- ↑ Steiman-Cameron, T. Y.; Wolfire, M.; Hollenbach, D. (2010). „Cobeand the Galactic Interstellar Medium: Geometry of the Spiral Arms from Fir Cooling Lines“. The Astrophysical Journal. 722 (2): 1460. Bibcode:2010ApJ...722.1460S. doi:10.1088/0004-637X/722/2/1460.