ნადირობა ცხვარზე
ნადირობა ცხვარზე (იაპ. 羊をめぐる冒険, Hitsuji o meguru bōken) — იაპონელი მწერლის, ჰარუკი მურაკამის მესამე ნოველა. იაპონიაში პირველად გამოიცა 1982 წელს, ინგლისური თარგმანით-1989 წელს. წარმოადგენს ნაწარმოების „პინბოლი, 1973“ გაგრძელებას, „ვირთხის ტრილოგიაში“ მესამე და ოფიციალურად ბოლო წიგნია. დაჯილდოებულია 1982 წლის ნომას ლიტერატურული ახალბედის ჯილდოთი.
როდესაც ნაწარმოების „ნადირობა ცხვარზე“ თავდაპირველი სიუჟეტი 1970-იან წლებში ვითარდებოდა, მთარგმნელებსა და რედაქტორს სურდათ სიუჟეტი, რომელიც იქნებოდა გათანამედროვებული და მიმზიდვლი ამერიკელი მკითხველებისთვის. მურაკამის ნოველაში ამერიკული და ინგლისური ლიტერატურის ელემენტები შერწყმულია იაპონურ კონტექსტებთან, გვხვდება მეორე მსოფლიო ომის შემდგომი იაპონური კულტურული ვინაობა. წიგნი წარმოადგენს როგორც მისტერიულ, ასევე მაგიურ რეალიზმს, პოსტმოდერნიზმის მახასიათებლებით.
„ნადირობა ცხვარზე“ ხშირად იწოდება როგორც იუკიო მიშიმას „ნაცუკოს თავგადასავლის“ (夏子の冒険, Natsuko's Adventure) პაროდიული ნაწარმოები.
რესურსები ინტერნეტში
- „ჰარუკი მურაკამი და თარგმნის ეთიკები“, უილ სლოქომბი: https://docs.lib.purdue.edu/cgi/viewcontent.cgi?article=1232&context=clcweb
- „ვის კითხულობთ ჰარუკი მურაკამის კითხვისას“, როვან ჰისაიო: https://www.theatlantic.com/culture/archive/2020/09/haruki-murakami-translators-david-karashima-review/616210/