ნადოკრა
სოფელი | |
---|---|
ნადოკრა | |
ქვეყანა |
![]() |
მხარე | მცხეთა-მთიანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | თიანეთის მუნიციპალიტეტი |
თემი | სიმონიანთხევი |
კოორდინატები | 41°58′36″ ჩ. გ. 44°53′26″ ა. გ. / 41.97667° ჩ. გ. 44.89056° ა. გ. |
ადრეული სახელები | ბიკორტა |
ცენტრის სიმაღლე | 1070 მ |
მოსახლეობა | 152[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ნადოკრა (ყოფილი ბიკორტა, ნოკორნა) — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, ერწოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის თიანეთის მუნიციპალიტეტში, სიმონიანთხევის თემში.[1] მდებარეობს ერწოს ქვაბულის დასავლეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 1070 მეტრზე. თიანეთიდან დაშორებულია 29 კილომეტრით. სოფლიდან 2 კმ-ზე, ე.წ. სიონის გორაზე, დგას XVI საუკუნის მცირე ზომის ეკლესია.[2]
პლატონ იოსელიანი თავის ნაშრომში „ნოკორნის ტაძარი“ (რუს. «Храмъ въ Нокорно»), წერს: „ნოკორნის ტაძარი (არჩილის მონასტერი) მდებარეობს 2 ვერსტის დასავლეთით სოფელი ნოკორნიდან, ანუ, როგორც დღეს მას დამახინჯებით მოიხსენიებს მოსახლეობა — ნაზდოკრა“.[3]
ისტორია
ისტორიულ წყაროებში მოიხსენიება როგორც ნოტოკრა, ნოკორნა, ნაკორნა, ნადოკრა. „ქართლის ცხოვრების„ თანახმად, არაბებისგან წამებით მოკლული, ქართლის ერისთავის არჩილ სტეფანოზის ძის გვამი ქართველ აზნაურებს მოუპარავთ და დაუკრძალავთ ნოტოკრაში, არჩილ მეფის მიერვე აშენებულ ეკლესიაში. ნადოკრა საკათალიკოსო სოფელი იყო და სვეტიცხოვლის სასარგებლოდ გარკვეული გამოსაღები ეკისრებოდა. მეფე გიორგი VIII-მ 1457 წელს სვეტიცხოველს ახალი გუჯარით დაუმტკიცა ნადოკრის მფლობელობა. XIX საუკუნის შუა წლებში სოფელში დასახლდნენ ხევსურები.[4]
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 152 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[5] | 238 | 123 | 115 |
2014[1] | ![]() |
77 | 75 |
სქოლიო
- ↑ 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 287.
- ↑ П. Иоселиани Храм в Нокорно. — 1870. — стр. 4.
- ↑ ჯამბურია ზ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 394.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II