ნიუტონისეული პირველი გამოცემის პირველი გვერდი ხელით მონიშნული ჩასწორებებით მეორე გამოცემისთვის.
Philosophiæ Naturalis Principia Mathematica (ლათ.„ნატურალური ფილოსოფიის მათემატიკური საწყისები“, ხშირად მოკლედ „საწყისები“ ან „მათემატიკის საწყისები“) — ისააკ ნიუტონის მიერ 1687 წლის 5 ივლისს გამოცემული სამტომეული. მასში შესულია ნიუტონის მოძრაობის კანონები და კლასიკური მექანიკის საფუძვლები, ისევე როგორც მისი უნივერსალური გრავიტაციის კანონები.