ნიდერლანდების საფეხბურთო სუპერთასი, ცნობილი როგორც იოჰან კრუიფის თასი (ნიდერლ.Johan Cruijff Schaal) — საფეხბურთო გათამაშება ნიდერლანდებში, სადაც ერედივიზიის და ნიდერლანდების თასის გამარჯვებულები ხვდებიან ერთმანეთს. იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის ჩემპიონატსაც და თასსაც ერთი გუნდი მოიგებს, მაშინ მას სუპერთასზე ჩემპიონატში მეორე ადგილზე გასული გუნდი დაუპირისპირდება. სუპერთასი პირველად 1949 წელს გათამაშდა, თუმცა რეგულარულად ის 1991 წლიდან თამაშდება.
გათამაშების ისტორიაში ყველაზე წარმატებული კლუბია ეინდჰოვენის „პსვ“, რომელმაც 11-ჯერ მოიპოვა ტიტული. მოქმედი გამარჯვებულია როტერდამის „ფეიენორდი“.