ნიმფალიდისებრნი (ლათ.Nymphalidae) — დღის პეპლების ოჯახი. მათი ფრთების შლილი 2,5-18 სმ აღწევს. ფრთები ჭრელია, კაშკაშა, ზედა და ქვედა მხარე სხვადასხვა ფერისა. მატლები ეკლებით ან კანის გამონაზარდებითაა დაფარული. ჭუპრს ხშირად ლითონისებრი ბზინვარება დაჰკრავს. ოჯახში 2 ათასამდე სახეობაა. გავრცელებულია მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით ტროპიკებში. საქართველოში ცნობილი მავნებლებია კუროსათავის ფრთაკუთხა, მსხლის მრავალფეხა, წითელი კამათელა და სხვა.