ნინო სალუქვაძე
![]() ნინო სალუქვაძე ნატალია პადერინასთან 2008 წლის პეკინის ოლიმპიადაზე | |||||||||||||||||||||
პირადი ინფორმაცია | |||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
დაბ. თარიღი | 1 თებერვალი, 1969 | ||||||||||||||||||||
დაბ. ადგილი | თბილისი, საქართველო | ||||||||||||||||||||
სიმაღლე | 168 სმ | ||||||||||||||||||||
სპორტი | |||||||||||||||||||||
ქვეყანა |
![]() | ||||||||||||||||||||
სპორტი | ტყვიის სროლა | ||||||||||||||||||||
ჯილდოები | სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი | ||||||||||||||||||||
|
ნინო სალუქვაძე (დ. 1 თებერვალი, 1969, თბილისი) — ქართველი სპორტსმენი, სპორტული პისტოლეტიდან მსროლელი. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი. 1988 წლის სეულის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი და ვერცხლის პრიზიორი, 2008 წლის პეკინის ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი. მსოფლიოს ჩემპიონი (1989), მეორე (2002) და მესამე (1986) პრიზიორი პირად პირველობაში და ექვსგზის მსოფლიოს ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში. მსოფლიოს სუპერთასის ცხრაგზის მფლობელი. ევროპის ხუთგზის ჩემპიონი. დამყარებული აქვს მსოფლიოს 32 რეკორდი. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1988). ვახტანგ გორგასლის II და III ხარისხის ორდენების კავალერი. ერთადერთი ქალი სპორტსმენი ისტორიაში, ვინც ათჯერ იასპარეზა ოლიმპიურ თამაშებზე და ასევე ერთადერთი ქალი სპორტსმენი ისტორიაში, რომელმაც ზედიზედ 10 ოლიმპიადაზე დაიცვა თავისი ქვეყნის ღირსება. გინესის ორგზის რეკორდსმენი ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის რაოდენობების მიხედვით.[1]
ბიოგრაფია
დაიბადა 1969 წლის 1 თებერვალს, თბილისში, ტყვიის სროლაში ცნობილი ქართველი მწვრთნელის, საბჭოთა კავშირისა და ხალხთა სპარტაკიადის ჩემპიონის, საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატის ვახტანგ სალუქვაძის ოჯახში. სანამ ტყვიის სროლის ახალგახსნილ სექციაში მივიდოდა, ოთხი წელი კალათბურთზე დადიოდა. პირველი წარმატებაც, ქალაქის ჩემპიონობა — სპორტის ამ სახეობაში მოიპოვა. ტყვიის სროლაში ვარჯიში მამის ზედამხედველობით დაიწყო და ორი წლის შემდეგ, თავის პირველივე შეჯიბრებაზე, ყველა მონაწილე დიდი ანგარიშით ჩამოიტოვა. ამის შემდეგ მოხვდა საქართველოს ნაკრებში.
1984 წელს ტაშკენტში, მოსწავლეთა სპარტაკიადაზე, ნაკრებმა დიდი გამარჯვება მოიპოვა — ორი გუნდური ოქროს მედალი ჩამოიტანა, ნინო სალუქვაძემ კი პერსონალურად კიდევ ორი ოქროს მედალი მოიპოვა. ამასთან, მხოლოდ მან, მონაწილეთა შორის ყველაზე უმცროსმა, შეძლო სპორტის ოსტატის ნორმატივების შესრულება. ამ გამარჯვებებმა საბჭოთა კავშირის ნაკრებამდე მიიყვანა. 16 წლის ასაკში ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზა და 21 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს შორის პირველივე სტარტზე ჩემპიონობა მოიპოვა. საერთაშორისო არენაზე ეს მისი პირველი წარმატება იყო, რომელმაც სხვა დიდ წარმატებებს დაუდო სათავე.
ნინო 19 წლის იყო 1988 წელს ზაფხულის ოლიმპიადაზე ოქროსა და ვერცხლის მედლების მოპოვებისას ქალთა შორის მიზანში სროლაში ასპარეზობისას 25 და 10 მეტრი ნიშნულიდან. 2008 წლის ზაფხულის ოლიმპიადის დროს საქართველოსა და რუსეთს შორის ომი მიმდინარეობდა, როდესაც ნინო სალუქვაძე რუს მსროლელ ნატალია პადერინას ეჯიბრებოდა; სალუქვაძემ ბრინჯაოს, ხოლო პადერინამ ვერცხლის მედალი მოიპოვა. პოდიუმზე ორივემ ერთმანეთი გადაკოცნა და ორ მთავრობას ომის შეწყვეტისკენ მოუწოდა.[2]
ვახტანგ გორგასლის სახელობის II და III ხარისხის ორდენების (2003, 1999), ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის (2018), ღირსების ორდენისა (1993, 2008) და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორდენის (2003) კავალერი. მიღებული აქვს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საიუბილეო მედალი (1999).
2016 წელს ცოტნე მაჭავარიანი და ნინო სალუქვაძე გახდნენ პირველი დედა-შვილი, რომლებმაც ერთ ოლიმპიურ თამაშებზე ერთად იასპარეზეს.[3][4]
ძირითადი შედეგები
წელი | ტურნირი | სახეობა | მასპინძელი | ადგილი |
---|---|---|---|---|
1986 | მსოფლიო ჩემპიონატი | სროლა | ზული, გდრ | ![]() |
1986 | მსოფლიო ჩემპიონატი | სროლა | ზული, გდრ | ![]() |
1987 | მსოფლიო ჩემპიონატი | სროლა (პნევმატური იარაღი) | ბუდაპეშტი, უნგრეთი | ![]() |
1988 | ზაფხულის XXIV ოლიმპიური თამაშები | — | სეული, კორეა | ![]() |
1988 | ზაფხულის XXIV ოლიმპიური თამაშები | — | სეული, კორეა | ![]() |
1989 | ევროპის ჩემპიონატი | სროლა | ზაგრები, იუგოსლავია | ![]() |
1989 | მსოფლიო ჩემპიონატი | სროლა (პნევმატური იარაღი) | სარაევო, იუგოსლავია | ![]() |
1989 | მსოფლიო ჩემპიონატი | სროლა (პნევმატური იარაღი) | სარაევო, იუგოსლავია | ![]() |
1990 | მსოფლიო ჩემპიონატი (გაერთიანებული) | სროლა | მოსკოვი, სსრკ | ![]() |
1990 | მსოფლიო ჩემპიონატი (გაერთიანებული) | სროლა | მოსკოვი, სსრკ | ![]() |
1990 | ევროპის ჩემპიონატი | სროლა (პნევმატური იარაღი) | არნემი, ნიდერლანდები | ![]() |
1991 | ევროპის ჩემპიონატი | სროლა (პნევმატური იარაღი) | მანჩესტერი, ინგლისი | ![]() |
1991 | ევროპის ჩემპიონატი | სროლა (პნევმატური იარაღი) | მანჩესტერი, ინგლისი | ![]() |
1991 | ევროპის ჩემპიონატი | სროლა (პნევმატური იარაღი) | მანჩესტერი, ინგლისი | ![]() |
1991 | მსოფლიო ჩემპიონატი | სროლა (პნევმატური იარაღი) | სტავანგერი, ნორვეგია | ![]() |
1993 | ევროპის ჩემპიონატი | სროლა | ბრნო, ჩეხეთი | ![]() |
1996 | ევროპის ჩემპიონატი | სროლა (პნევმატური იარაღი) | ბუდაპეშტი, უნგრეთი | ![]() |
1999 | ევროპის ჩემპიონატი | სროლა | ბორდო, საფრანგეთი | ![]() |
2001 | ევროპის ჩემპიონატი | სროლა (პნევმატური იარაღი) | პონტევედრა, ესპანეთი | ![]() |
2002 | მსოფლიო ჩემპიონატი | სროლა | ლახტი, ფინეთი | ![]() |
2003 | ევროპის ჩემპიონატი | სროლა | პლზენი, ჩეხეთი | ![]() |
2005 | ევროპის ჩემპიონატი | სროლა (პნევმატური იარაღი) | ტალინი, ესტონეთი | ![]() |
2008 | ევროპის ჩემპიონატი | სროლა (პნევმატური იარაღი) | ვინტერტური, შვეიცარია | ![]() |
2008 | ზაფხულის XXIX ოლიმპიური თამაშები | — | პეკინი, ჩინეთი | ![]() |
2009 | სროლა (პნევმატური იარაღი) | ევროპის ჩემპიონატი | პრაღა, ჩეხეთი | ![]() |
ფაქტები
1990 წლის დეკემბერში სპორტულმა ჟურნალისტებმა ნინო სალუქვაძე საქართველოს მეორე საუკეთესო სპორტსმენად დაასახელეს.[5]
2025 წლის 3 თებერვალს საქართველოს ოლიმპიურ მუზეუმში გაიმართა დაჯილდოების ცერემონია, სადაც ნინო სალუქვაძეს გინესის სერტიფიკატები და მედალი გადაეცა. გინესის მსოფლიო რეკორდების ორგანიზაციამ მას ერთდროულად ორ კატეგორიაში მიანიჭა რეკორდსმენის ტიტული: სპორტსმენი, რომელმაც ზედიზედ ყველაზე მეტ ოლიმპიურ თამაშებში იასპარეზა და ქალი სპორტსმენი, რომელმაც ყველაზე მეტ ოლიმპიურ თამაშებში მიიღო მონაწილეობა. ნინო სალუქვაძე პირველი ქართველი ოლიმპიელია, ვინც გინესის რეკორდსმენის ტიტული დაიმსახურა.[6]
ნინო სალუქვაძეს 1988 წლიდან ზედიზედ ათ ოლიმპიურ თამაშებში აქვს მონაწილეობა მიღებული და სხვადასხვა დროს სამივე სინჯის მედალი აქვს მოპოვებული. ქართველ სპორტსმენს ოლიმპიადებზე თითო ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალი აქვს მოპოვებული. ოქრო და ვერცხლი 19 წლის ასაკში 1988 წლის სეულის ოლიმპიადაზე მოიგო, ხოლო ბრინჯაოს მედალი — 2008 წლის პეკინის ოლიმპიადაზე.[7][8]
რესურსები ინტერნეტში
- ნინო სალუქვაძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ნინო სალუქვაძე — ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ნინო სალუქვაძე — ქართული სპორტი
სქოლიო
- ↑ ნინო სალუქვაძეს გინესის სერტიფიკატები და მედალი გადაეცა
- ↑ Olympic shooters hug as their countries do battle
- ↑ Olympic games in Rio de Janeiro will welcome first ever mother and son competitors. nydailynews.com
- ↑ მეათედ ოლიმპიურ თამაშებზე. 1tv.ge
- ↑ დავით გობეჯიშვილი — საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი // „ლელო“, 1 იანვარი, 1991, № 1 (10414), გვ. 1.
- ↑ ნინო სალუქვაძის უნიკალური შედეგები
- ↑ ნინო სალუქვაძის დაჯილდოება
- ↑ ნინო სალუქვაძემ თავის მეათე ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულა