ნიტრილის ფთორიდი
ნიტრილის ფთორიდი | |
ზოგადი | |
---|---|
ფიზიკური თვისებები | |
მდგომარეობა (სტ. პირ.) | აირი |
თერმული თვისებები | |
დნობის ტემპერატურა | -166 °C |
დუღილის ტემპერატურა | −72 °C |
ნიტრილის ფთორიდი, NO2F — უფერო გაზი. ის ძლიერ მჟანგავია და გამოიყენება, როგორც ფტორის იონის მატარებელი[1]. ასევე იყო მცდელობები მისი, როგორც სარაკეტო საწვავის გამოყენების, თუმცა რეალობაში ეს არასოდეს განხორციელებულა. ნივთიერებას გააჩნია მოლეკულარული და არა იონური ბმები, რაც განაპირობებს მის ძალიან დაბალ დუღილის ტემპერატურას. მოლეკულარულ ბმას გააჩნია ბრტყელი N-F ბმა 135 პიკომეტრი სიგრძით.[2]
მიღება
პირველი ჩანაწერი ნიტრილის ფთორიდის მიღების შესახებ გამოქვეყნდა 1905 წელს ჰენრი მოისანისა და ლებოს მიერ აზოტის დიოქსიდი-ს ფტორირებით. რეაქცია ძალიან ეგზოთერმულია, რაც პროდუქტის დანაგვიანებას იწვევს. მოცემული პრობლემების თავიდან ასარიდებლად შემუშავდა მეთოდი, სადაც ფტორის ნაცვლად კობალტის (III) ფტორიდი გამოიყენება::[3]
- NO2 + CoF3 → NO2F + CoF2
მიღებული CoF2-დან ისევ შეიძლება CoF3-ის მიღება. შემუშავდა ასევე სხვა მეთოდებიც.[4]
თერმოდინამიკური მახასიათებლები
მოცემული გაზის თერმოდინამიკური მახასიათებლები დადგინდა ინფრაწითელი და რამანული სპექტროსკოპიით[5]. FNO2 მოლეკულის ფორმაციისას გამოყოფილი სითბო -19 ± 2 კკალ/მოლ. -ს უდრის
რეაქციები
ნიტრილის ფთორიდი შეიძლება გამოყენებულ იქნეს ორგანული აზოტნაერთების და ნიტრატული ესტერების მისაღებად.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
- WebBook page for NO2F
- National Pollutant Inventory - Ionic Fluoride and related compounds fact sheet დაარქივებული 2006-01-16 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
- ↑ Merck Index, 13th edition (2001), p.1193
- ↑ F. A. Cotton and G.Wilkinson, Advanced Inorganic Chemistry, 5th edition (1988), Wiley, p.333.
- ↑ Davis, Ralph A.; Rausch, Douglas A. „Preparation of Nitryl Fluoride“. Inorganic Chemistry. 2 (6): 1300–1301. doi:10.1021/ic50010a048.
- ↑ Faloon, Albert V.; Kenna, William B. Journal of the American Chemical Society. 73 (6): 2937–2938. doi:10.1021/ja01150a505. აკლია ან იგნორირებულია
|title=
(დახმარება) - ↑ Tschuikow-Roux, E. „THERMODYNAMIC PROPERTIES OF NITRYL FLUORIDE“. Journal of Physical Chemistry. 66 (9): 1636–1639. doi:10.1021/j100815a017.