ნორთერნის ხაზი
ნორთერნი | |||||||||||||||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ფერი სქემაზე: | შავი | ||||||||||||||||||||||||||||||||
გახსნის წელი: | 1890 | ||||||||||||||||||||||||||||||||
ხაზის ტიპი: | ღრმა | ||||||||||||||||||||||||||||||||
მოძრავი შემადგ.: | 1995 წლის | ||||||||||||||||||||||||||||||||
მოქმედი სადგური: | 50 | ||||||||||||||||||||||||||||||||
სიგრძე (კმ): | 58 | ||||||||||||||||||||||||||||||||
სიგრძე (მილი): | 36 | ||||||||||||||||||||||||||||||||
დეპოები: | გოლდერს გრინი მორდენი ჰაიგეიტი ეჯვერი ჰაი ბარნეტი | ||||||||||||||||||||||||||||||||
მგზავრ. რაოდენობა: | 206 734 000 (წელიწადში) | ||||||||||||||||||||||||||||||||
ტრანსპორტ ფორ ლონდონის რკინიგზის ხაზები | |||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||
ნორთერნის ხაზი (ინგლ. Northern Line) — ლონდონის მეტროპოლიტენის ერთ-ერთი ხაზია. მეტროპოლიტენის სქემაზე იგი შავადაა აღნიშნული. ხაზზე განლაგებული სადგურების დიდი ნაწილი ღრმა მიწისქვეშა ტიპისაა. თავისი სახელის მიუხედავად (ინგლ. North — ჩრდილოეთი), ხაზი არ ემსახურება ლონდონის უკიდურეს ჩრდილოეთით განლაგებულ სადგურებს, თუმცა, პარადოქსულად, ხაზი უკიდურეს სამხრეთით განლაგებულ სადგურებზე გადის და მდინარე ტემზის სამხრეთით მყოფი 29 სადგურიდან 16-ს ემსახურება. სულ 50 სადგურიდან, 36 მიწისქვეშაა. დატვირთვის მიხედვით, იგი პირველია ქალაქში და ყოველწლიურად 206 734 000 მგზავრი გადაჰყავს.