ოვერტონის ფანჯარა
ოვერტონის ფანჯარა — პოლიტიკური თეორია, რომელიც საზოგადოების მიერ იდეების მიმღებლობას „ფანჯრის“ ჭრილში განიხილავს. თეორიის მიხედვით პოლიტიკური იდეის სიცოცხლისუნარიანობა დამოკიდებულია უფრო მეტად იმაზე რამდენად ვარდება ის ამ ჩარჩოში, ვიდრე კონკრეტულად პოლიტიკოსის ქცევაზე.[1] თეორიას სახელი საზოგადოებრივი პოლიტიკის მაკინაკის ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელისა და თეორიის ავტორის ჯოზეფ ოვერტონის (1960–2003)[2] მიხედვით ეწოდება. ნებისმიერ მომენტში ფანჯარა მოიცავს საზოგადოებრივი კლიმატისთვის მისაღები პოლიტიკური თეორიების გარკვეულ რაოდენობას, რომლებიც შეუძლია პოლიტიკოსმა გამოიყონოს რისკის გარეშე, რომ მისი ნათქვამი ან საქციელი აღქმული იქნება როგორც რადიკალური ან რაიმე გამორჩენის მიზნით ჩადენილი.
თეორიის მიმოხილვა
ოვერტონმა მთავრობის ჩარევის "უფრო თავისუფალიდან" – "ნაკლებ თავისუფლამდე" ვერტიკალური სპექტრი აღწერა. იმის მიხედვით სპექტრი მოძრაობს თუ ფართოვდება, იდეა მოცემულ მომენტში შეიძლება გახდეს პოლიტიკურად მეტად ან ნაკლებად მისაღები.[3] საზოგადოების მხრიდან იდეის მიმღებლობა უხეშად შემდეგ ნაირად გამოიყურება:
- წარმოუდგენელი
- რადიკალური
- მისაღები
- გონივრული
- პოპულარული
- პოლიტიკა
იმ სამთავრობო პოლიტიკის დამცველები, რომელიც არ ხვდება ჩარჩოში, ცდილობენ საზოგადოების ცნობიერება შეცვალონ ისე, რომ ოვერტონის ფანჯარა გაიზარდოს ან გადაადგილდეს. არსებული ან მსგავსი პოლიტიკის დამცველები ცდილობენ ფანჯრის მიღმა დარჩენილი იდეები იყოს საზოგადოებისთვის მიუღებელი.
ოვერტონის გარდაცვალების შემდეგ სცადეს ფანჯრის პრინციპი მოერგოთ წინასწარგანზრახული იდეების პოპულარიზაციაზე, განსაკუთრებით, შედარებით ნაკლებად უცნაური იდეების მისაღებად გარდაქმნაზე.[4] სახეზე-კარის მეთოდით დარწმუნება არის ანალოგიური.
პოპულარულ კულტურაში
ნოველაში ბუმისდღე ოვერტონის ფანჯარა გამოყენებულია როგორც ამერიკაში სოციალური დაცვის რეფორმის საგანი. ტექნიკა გამოყენებულია "მოალისეობრივი გადასვლის" აგიტაციაში, რომელიც გარკვეულ ასაკში ბენეფიტებისთვის თვითმკვლელობას გულისხმობს. შედეგად სახელმწიფოს სოციალურ დაცვაზე ხარჯები შეუმცირდებოდა.
2010 წელს გლენ ბეკმა გამოსცა ნოველა ოვერტონის ფანჯარა.
ისტორიული პრეცედენტები
ოვერტონის ფანჯრის მსგავსი იდეა პირველად 1868 წელს გაჟღერდა ნოველაში პინეას ფინელი:
რესურსები ინტერნეტში
- Pilgrim, Mark. (23 August 2006) W3C and the Overton window - includes a clear explanation. Dive into Mark. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 ივლისი 2011. ციტირების თარიღი: 2 მარტი 2015.
- Diagram of the Overton Window as described by Joseph Overton
სქოლიო
- ↑ Joseph Lehman. A Brief Explanation of the Overton Window. საზოგადოებრივი პოლიტიკის მაკინაკის ცენტრი. ციტირების თარიღი: 7 July 2012.
- ↑ NNDB "intelligence aggregator" Web site, "Joseph P. Overton"
- ↑ Daily Kos story, "Why the Right-Wing Gets It--and Why Dems Don't"
- ↑ Daily Kos diary, "Morning Feature: Crazy Like a Fox?"