ოლბანი (ინგლ.Albany) — ქალაქიავსტრალიაში. მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, დასავლეთი ავსტრალიის შტატში. 2011 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 26 643 ადამიანს[1]. მოსახლეობის საშუალო სიმჭიდროვე კმ²-ზე შეადგენს 326,51 ადამიანს. ოლბანი შტატის ადმინისტრაციულ ცენტრ პერტიდან დაშორებულია 408 კილომეტრით. ოლბანი არის საპორტო ქალაქი, რომელიც გაშენებულია ავსტრალიის დიდი ყურის სანაპიროზე. დაარსდა 1827 წელს. ყველაზე ცხელი თვეებია იანვარი და თებერვალი, ყველაზე ცივი — ივლისი და აგვისტო. ნალექების ყოველწლიური რაოდენობა შეადგენს 932.6 მმ-ს.