ომბელა-მპოკო
პრეფექტურა | |
---|---|
ომბელა-მპოკო ფრანგ. Ombella-M'Poko სანგო — Sêse tî kömändâ-kötä tî Ömbëlä-Pökö | |
ქვეყანა | ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა |
ადმ. ცენტრი | ბიმბო |
კოორდინატები | 5°00′00″ ჩ. გ. 18°00′00″ ა. გ. / 5.00000° ჩ. გ. 18.00000° ა. გ. |
ფართობი | 31 835 კმ² |
მოსახლეობა | 356 725 კაცი (2003) |
სიმჭიდროვე | 11,21 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | [[UTCUTC+1]] |
ომბელა-მპოკო (ფრანგ. Ombella-M'Poko; სანგო — Sêse tî kömändâ-kötä tî Ömbëlä-Pökö) — პრეფექტურა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის სამხრეთ-დასავლეთში.
- ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ბიმბო.
- ფართობი — 31 835 კმ², 2003 წლის აღწერით მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 356 725 ადამიანს.[1][2]
გეოგრაფია
სამხრეთით ესაზღვრება ლობაეს პრეფექტურას, დასავლეთით მამბერე-კადეის, ნანა-მამბერეს და უამ-პენდეს პრეფექტურებს, ჩრდილოეთით უამის პრეფექტურას, აღმოსავლეთით კემოს პრეფექტურას, სამხრეთ-აღმოსავლეთით, მდინარე უბანგიზე, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას. ომბელა-მპოკოს პრეფექტურის სამხრეთით მდებარეობს პრეფექტურასთან გათანაბრებული, ქვეყნის დედაქალაქი ბანგი.
სუბპრეფექტურები
- ბიმბო
- ბოალი
- დამარა
- იალოკე
- ბოსემბელე
- ბოგანგოლო
სქოლიო
|