ომფარეთი მეგრული წარმოშობის ტოპონიმია და ნიშნავს სამალავ ადგილს. სოფლის ტერიტორიაზე, მდინარე სუფსის მარცხენა სანაპიროზე, სოფელ სუფსიდან 2 კმ-ში აღმოჩენილია ადრე შუა საუკუნეების, ანფილადური წყობის აბანო, რომელიც მსგავსია ციხისფერდსა და შუხუთში აღმოჩენილი აბანოებისა.[2]
შედიოდა მიქელგაბრიელის სასოფლო საზოგადოებაში. 1885-1900 წელს ომფარეთში იაკობის მთაზე ნავთობის მოპოვებას ცდილობდა ელიზავეტოპოლის გუბერნატორი ალექსანდრე ნაკაშიძე.[3][4][5] გაყვანილი იქნა 31 მეტრი სიღრმის ბურღები. 1912 წელს გაყვანილ იქნა ახალი ბურღები, მაგრამ ძიება შეწყდა პირველი მსოფლიო ომის გამო. 1926-1929 წლებში გაითხარა 890 მეტრი სიღმის ბურღი, მიღებულ იქნა 5 ტონა ნავთობი სამ დღე-ღამეში. 1932 წელს ნავთობის ძიება ომფარეთში შეწყდა.[6]
↑სადრაძე ვ, სადრაძე ს.., გურიის მხარის შესწავლის ისტორიისთვის (1831-2010 წწ) // გურია, მხარის კვლევა ძიების შედეგები : კრებული, თბილისი: მწიგნობარი, 2016, № VI, გვ. 54-76, ISSN1512-3952.